დღეს ღამის 4 საათზე დააყენეთ მაღვიძარა - თქვენ საოცრება გელით
- 30/01/19
- 1880 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ასტროლოგი ხათუნა ნოელი უახლოესი პერიოდის ასტროლოგიურ მიმოხილვას გვთავაზობს. რას უნდა ელოდნენ ზოდიაქოს ნიშნები?
"უკვე ჩაიარა დაბნელებების მორიგმა სერია, თუმცა ამ კვირას ჯერ კიდევ ეტყობა გამოყოლილი სირთულე. არის დადებითი ტენდენციები, მაგრამ ჯერჯერობით არის ასევე ნეგატივიც. მზისა და მერკურის შეერთება, რომელიც მთელ კვირას ფონად გასდევს, ცოტა რთული ხასიათის იქნება, ვინაიდან ამ შეერთებას შეუძლოა გახადოს ადამიანები უფრო მეტად ზედაპირულები, ვიდრე ეს სასურველი იქნებოდა, ასეთ დროს კონტაქტებს ადვილად ვამყარებთ, და დაპირებებსაც იოლად ვიძლევით, თუმცა საკითხავია, რამდენად ხანგრძლივი აღმოჩნდებიან ახალი კონტაქტები, ან საერთოდ შესრულდება კია ის დანაპირებები, რომლებიც ჩვენ გავეცით ან მივიღეთ? გარდა ამისა, მოსალოდნელია მოგვემატოს ათას ადგილზე წასვლა-მოსვლის აუცილებლობა. უაზრო ფუსფუსი, წვრილმანი დავალებები. მეხსიერება, ცოტა არ იყოს, შეფერხებით მუშაობს და რაღაცით იმ კომპიუტერს წააგავს, რომელიც გადატვირთვას საჭიროებს...
მზე - მერკურის შეერთების სასიკეთო ზეგავლენა კი მხოლოდ 30 იანვარისდადგომიდან გამთენიის 4 საათამდე შეიქმნება, როდესაც აბსოლუტურად ზუსტ შეერთებაში მოვლენ. ეს დრო შესანიშნავია გონების ზეიმისათვის, რადგან მზე - ჩვენი ცნობიერი და მერკური - გონება ასევე აბსოლუტურ თანხვედრაში მოდიან! ამ დროს სამწუხაროდ ჩვენი ბიო-რიტმებიდან გამომდინარე - გვძინავს. ამიტომ არაა გამორიცხული, რომ სწორედ ძილში, სიზმარში მიაგნოს გონებამ საჭირო პასუხებს იმ კითხვებისთვის, რომლებიც ამ ეტაპზე გაქვთ. მათ ვისაც სიზმრის გამოტანა გიჭირთ, შეგიძლიათ 4 საათისთვის მაღვიძარა დააყენოთ და ვიდრე ბოლომდე გაიღვიძებდეთ და ცნობიერი სიზმარში ნანახს დაბლოკავდეს, აღიდგინოთ და დაიმახსოვროთ - რა გიკარნახათ თქვენმა ქვეცნობიერმა...კვირის მე-2 ნახევარიდან ირთვება იუპიტერის დადებითი სექსტილური კავშირები მზესთან და მერკურისთან. ეს კარგ შესაძლებლობებს მისცემთ მერწყულებსა და მშვილდოსნებს, აგრეთვე მათ, ვისაც რუკის მნიშვნელოვანი წერტილები ამ ზოდიაქოების მეორე დეკადის ფარგლებში აქვთ განლაგებული. აღარაფერს ვამბობ იმ ადამიანებზე, ვისაც პირად ჰოროსკოპში მზისა და იუპიტერის შეერთება, სექსტილი ან ტრინი აქვთ... მათ მართლაც მნიშვნელოვანი წარმატებები ელით! თუმცა შესაძლოა ეს ასპექტი არც მზე-იუპის კვადრატურის მფლობელებმა გამოიყენონ ურიგოდ, რომ იტყვიან, მონდომებას გააჩნია.
ახლა კი ცოტა უფრო დაწვრილებით, რა შანსები გვეძლევა ამ პერიოდში:
პირველ ყოვლისა, შესანიშნავი ჯანმრთელობა და გუნება განწყობა! დამეთანხმეთ, ეს არც ისე ცოტაა სხვაც რომ სულ არაფერი იყოს. მაგრამ არის ბევრი სხვაც, კერძოდ კი-სოციალური წარმატების შანსები, მხარდაჭერა ხელმძღვანელობისაგან, უფროსობისაგან, შემოსავლის წყაროს ზრდა, კარგი, სტაბილური მატერიალური მდგომარეობა,ოჯახში, პირად ურთიერთობებში არსებული უთანხმოებების თუ პრობლემების მოგვარების შესაძლებლობები, მშვენიერი პერიოდია ნიშნობისათვის, თუმცა ცოტათი ადრეა ჯვრისწერისთვის. ერთადერთი საფრთხილო რაცაა, არ გადასცდეთ დაგეგმილ ბიუჯეტს. როგორც ზევით გითხარით, ასპექტი იმუშავებს მთელი ეს კვირა. განაგრძეთ კითხვა