რუსთავში მგზავრებს თვლა დასრულდა

რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსებში მგზავრების დათვლა კვლავ გრძელდება.

კომპანიის წარმომადგენლები, მძღოლები და სამოქალაქო აქტივისტებები დილის 6 საათიდან ღამის 2 საათამდე რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსებს ქალაქის შემოსასვლელში აჩერებენ და მგზავრთა რაოდენობას ამოწმებენ, რათა საბოლოო ჯამში შემსწავლელმა კომისიამ მგზავრობის რეალური ტარიფი დაადგინოს.

"წინა დათვლებთან შედარებით დღევანდელი დათვლა არის უკეთესი. მოქალაქეებიც ჩართულნი არიან და ლეგიტიმაციაც უფრო მაღალი აქვს ამ ყველაფერს. შუადღეს დარღვები არ ყოფილა, დილას და საღამოს პიკის საათებია და შესაბამისად ბევრი მიკროავტობუსი იყრის ერთად თავს. საბოლოო ჯამში ეს დათვლა სანდოა", - განაცხადა "ინფო რუსთავთან" საუბრისას სამოქალაქო აქტივისტმა გიორგი გზირიშვილმა.

"მიმდინარეობს დათვლა. არის დარღვევები. ბევრი მგზავრი იქნა შემჩნეული ისეთი, რომელიც კონკრეტულ მიკროავტობუსში რამდენჯერმე იჯდა. ვფიქრობ ეს რაოდენობის ხელოვნურად გაზრდის მიზნით ხდება", -განაცხადა "ინტერტრანსის" მძღოლმა ალეკო კოკაიამ.

"დღეს უკვე მესამედ გვიხდება ქრონომეტრაჟის ჩატარება. ჩართულები არიან მერიის სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლები, ასევე მუნიციპალური ავტოსაწარმოს თანამშრომლები, მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი და თავად ინტერტრანსის თანამშრომლები. ამ ეტაპზე ხარვეზები ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა. ჩვენ ყველანაირ ინფორმაციას ვაგზავნით კომისიაზე", - განაცხადა ჩვენთან საუბრისას მუნიციპალიტეტის მერიის ტრანპორტის მართვის და კონტროლის განყოფილების უფროსმა დავით გიორგაძემ.

"ვფიქრომ რომ ორდღიანი მონიტორინგი შედეგს მაინც არ დადებს. შედეგი მიიღება მაშინ, როცა სეზონური დათვლები მიმდინარეობს. ჩემთვის მგზავრთა რაოდენობა ცნობილი დღევანდელ დღემდეც იყო, ხოლო ვისაც ამ ეტაპზე აინტერესებს რუსთავ-თბილისის მიმართულებით მგზავრთა რაოდენობა ეს დათვლის პროცესი მათთვისაა განკუთვნილი", - განაცხადა "ინფო რუსთავთან" საუბრისას ტრანსპორტის პროფკავშირების თავჯდომარემ ლავრენტი ალანიამ.

შეგახსენებთ, რომ რუსთავ-თბილისის მიმართულებით მგზავრთა გადაადგილების საფასური უმოკლეს ბადასი შესაბამისმა კომისიამ უნდა განსაზღვროს წინააღმდეგ შემთხვევაში მძღოლები ფასის მომატებას არ გამორიცხავენ.