23 წლის სტუდენტი ქეთევან ბერიძე გარდაიცვალა
- 31/01/19
- 5742 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ბათუმში, 23 წლის სტუდენტი გარდაიცვალა ქეთევან ბერიძე გარდაიცვალა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში განსცხადეს, რომ გამოძახებულ ბრიგადას ახალგაზრდა გოგონა უკვე გარდაცვლილი დახვდა. ცხედარს ჩაუტარდა ექსპერტიზა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მომხდარის შესახებ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტის ოფიციალურ გვერდზე წერილი გამოქვეყნდა სადაც ვკითხულობთ: "ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოხატავს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტის ქეთევან ბერიძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს"
უნივერსიტეტში დაგეგმილი გასართობი და კულტურული ღონისძიებები 4 თებერვლამდე აღარ ჩატარდება- ნათქვამია განცხადებაში.