
"დედა ეხვეწებოდა ჩამოდი შვილო მომენატრეო... არა დედი ჯერ ხელფასი მაქვს ასაღებიო"
- 01/02/19
- 636 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

სოციალურ ქსელში ისანში გაზის გაჟონვის შედეგად გარდაცვლილ 18 წლის ლაშა კობახიძის შესახებ ემოციურ ისტორიებს იხსენებენ.
"ზესტაფონიდან ლუკმა- პურის საშოვნად წავიდა თბილისში და ასეთი უბედურებაა შეემთხვა..
ღმერთმა აცხოვნოს მისი სული.
კიდევ ერთი დედა შეიმოსა შავად..
კიდევ ერთი დედის გული აღივსო მწუხარებით
გაუფრთხილდით, გაუფრთხილდით ერთმანეთს, რადგან ხვალ შესაძლოა გვიანი იყოს..
სიკვდილი მიმოდის საქართველოში
ახალი ჩამოსული ყოფილა თბილისში, დედას დაურეკავს ჩამოდი ჩვილო მომენტარეო,
ლაშას კი უთქვამს - არა დედი, ხელფას ავიღებ და მერე ჩამოვალო.
შენც მინდა რამე ჩამოგიტანო-ო.
ახლა რაღას ეტყვი გამწარებულ დედას ?
მას ხომ ყველაზე დიდი საჩუქარი აღარ ჰყავს გვერდით" - წერენ სოციალურ ქსელში.
“ქანდარაზე თავიანთი ხელით გარეცხილი შარვლები და პულოვერები ჯერ კიდევ არ გამშრალა, მათი სხეულები კი უკვე გაცივდა. ქალაქის მერი და “ყაზტრანსგაზის” ყვითელშარვლიანი მამა ალბათ თვალცრემლიან განცხადებას გააკეთებს, გლოვის დღესაც არ გამოაცხადებენ, “იმედი” თურქულ სერიალებზე გვაღვრევინებს ცრემლებს და “ღამის შოუცა” და “შუაქალაქიც” ძალაშია, რადგან ყური და თვალი უკვე მიეჩვია გაზით დატრიალებულ უბედურებებს და ის შვიდი ბიჭიც, ამ დილით უფროსმა რომ ნახა ნაქირავებ ბინაში გაზით გაგუდულები, სავარაუდოდ, უკლებლივ სოფლელები იყვნენ, მდიდართა ბინების საშენებლად და ღარიბი ოჯახების გამოსაკვებად, დედაქალაქში ჩამოსულები…“, – წერს პოსტის ავტორი.