ერთგულების უნარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

როგორ ფიქრობთ ბუნებით ერთგული ადამიანი ხართ? როგოც ფსიქოლოგები და ასტროლოგები ამტკიცებენ, ადამიანში ერთგულების უნარს ჰოროსკოპის ნიშნისთვის დამახასიათებელი შტრიხებიც დიდწილად განაპირობებს. თუმცა, მოგეხსენებათ არ არსებობს წესი გამონაკლისის გარეშე. ამიტომ ქვემოთ მოყვანილ სტატისტიკას განსაკუთრებული ემოციით ნუ მოეკიდებით, თუკი თქვენი თავი არცთუ მონოგამიურ ნიშნებს შორის აღმოაჩინეთ. გახსოვდეთ, რომ სადაც სიყვარულია იქ ვარსკვლევების გავლენა დამატებითი კომპონენტია მხოლოდ და სხვა არაფერი.

ზოდიაქოს ნიშები, ოთხ სტიქიად იყოფიან - ცეცხლი, მიწა, ჰაერი და წყალი. ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ ძირითად შემთხვევაში მმართველი სტიქია განაპირობებს იმას, თუ რამდენად მონოგამიური შეიძლება იყოს ესა თუ ის პიროვნება. ასე მაგალითად ცეცხლის ნიშნებს - ლომებს, ვერძებს და მშვილდოსნებს ურთიერთობაში მუდმივად სჭირდებათ „საწვავი“ რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ხალხის ერთგულებას მუდმივად „დამსახურება“ უნდა პარტნიორის მხირდან. თუკი ვერძს, ლომს და მშვილდოსანს პარტნიორი მოდუნების საშუალებას არ აძლევს მათი მხრიდან ღალატის ფაქტებიც ცოტა იქნება. თუმცა ამ სამეულში შემავალი ერთი ნიშანი - მშვილდოსანი, მუტაბელურ (ცვალებად) ნიშნებს განეკუთვნება ამიტომ მისი მხრიდან ერთგულების იმედი მაინც ნაკლებად უნდა გვქონდეს, იმ უბრალო მიზეზის გამო რომ მას მარტივად ბეზრდება თუნდაც ყველაზე იდეალური პარტნიორი და გული ახალ-ახალი საკბილოების საძებნელად მიუწევს. ამ სამეულიდან ყველაზე ერთგული ლომი გახლავთ. ფიქსირებული ნიშნის წარმომადგენელია, შესაბამისად ყველაზე მეტად შეუძლია უერთგულოს ნამდვილ სიყვარულს.

ყველაზე ეთგულთა კატეგორიაში ასტროლოგები მიწის სტიქიის ნიშნებს - კუროებს, თხის რქებს და ქალწულებს მოიაზრებენ. მმართველი სტიქიიდან გამომდინარე მიწის ნიშნები, ძნელად იცვლიან მიდრეკილებებსა და შეხედულებებს. ეს მათ ემოციურ სფეროსაც შეეხება. სამაგიეროდ ეს ხალხი, ცხოვრების მეგზურსაც ძნელად და დიდი ფიქრის შემდეგ ირჩევს. ამ სამეულს შორის, ყველაზე მეტად პოლიგამიისკენ მიდრეკილი ქალწულის ზოდიაქო შეიძლება იყოს, იმიტომ რომ ისიც მშვილდოსანთან ერთად მუტაბელურ (ცვალებად) ნიშნებს განეკუთვნება. შესაბამისად გააჩნია მიდრეკილება სიახლეების ძიებისკენ. ყველაზე ერთგული კი თხის რქაა. კარდინალური ნიშნის ტიპური წარმომადგენელი - ძნელად უყვარდება, მაგრამ საკუთარი გრძნობების ერთგულია წლების მანძილზე.


წაიკითხეთ  სრულად