147-ე საჯარო სკოლაში ევაკუაცია გამოცხადდა
- 01/02/19
- 947 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
თბილისში, დიღმის მასივში მდებარე 147-ე სკოლაში, ანონიმურმა პიროვნებამ სასწავლო ნაწილს დაურეკა და უთხრა, რომ თუ ბავშვებს ლობიანებს არ დაურიგებთ, ბომბი 1 საათში ამოქმედდება და სკოლა აფეთქდებაო.
როგორც "პრესა.ჯი"-ს სკოლის ერთ-ერთი მოსწავლე უყვება, ზარის შემდეგ, სკოლაში ევაკუაცია გამოცხადდა, რამდენიმე წუთში კი ისევ დარეკა აღნიშნულმა ანონიმურმა პიროვნებამ სკოლაში და თქვა, რომ ეს ხუმრობა იყო.
სკოლის ადმინისტრაციამ და 112-ის თანამშრომლებმა კი უსაფრთხოების მიზნით, კვლავ ევაკუირებული დატოვეს ტერიტორია.
როგორც ირკვევა, ერთ-ერთმა ბავშვმა იხუმრა, რომლის ვინაობაც სკოლის ადმინისტრაციისათვის მალევე გახდა ცნობილი. ის 5 000 ლარით დააჯარიმეს.