თოვლი, წვიმა, ქარბუქი - როგორი ამინდია მოსალოდნელი შაბათ-კვირას?
- 01/02/19
- 1179 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 1 თებერვალს, დღის ბოლოდან 3 თებერვლამდე საქართველოს მაღალმთიან ზონაში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი. დაბლობსა და ბარში მოსალოდნელია წვიმა, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება გამოიწვიოს.


