მეცნიერების ახალი კვლევის შედეგი - "უმჯობესია გეძინოს ძაღლთან, ვიდრე კაცთან"

ახალი კვლევის თანახმად, ქალებს უფრო მშვიდად და უშფოთველად სძინავთ თავიანთი ძაღლის გვერდით, ვიდრე ადამიანის, ოჯახის რომელიმე წევრის, მათ შორის, საყვარელი მამაკაცის გვერდით. ალბათ, კვლევის ამგვარი შედეგი ძაღლების მოყვარულებს არ გააკვირვებს.

კვლევის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ქალს გაცილებით უფრო მშვიდად და უშფოთველად სძინავს, როცა იცის, რომ მის გვერდით საყვარელ ძაღლს სძინავს. 

მკვლევარებმა ასევე შეისწავლეს ის, თუ რა გავლენას ახდენს კატასთან ერთად ძილი ქალის ძილის პროცესზე.

ამერიკელმა მკვლევარებმა 962 ზრდასრული ქალი გამოკითხეს. მათი 55% ამბობს, რომ ძაღლთან ერთად იძინებს, ხოლო 31% კატასთან ერთად, თუმცა მშვიდად მათ სძინავთ, ვინც ძაღლთან ერთად იძინებს.

კვლევამ გამოავლინა, რომ ქალებს ძაღლთან ერთად სძინავთ უშფოთველად. კვლევის დასკვნაში აღნიშნულია, რომ მამაკაცთან ძილი არღვევს მყუდროებას და სიმშვიდეს, ხოლო, როცა ძაღლთან ერთად სძინავს ქალს, ის მშვიდადაა.

უფრო მეტიც, კვლევაში ჩართული ქალების უმტესობა ამბობს, რომ ძაღლთან ერთად ძილი მათ უსაფრთხოების განცდას ანიჭებთ.

მკვლევარები ამბობენ, რომ ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც ძაღლთან ერთად ძილს სიმშვიდის განცდა მოაქვს ისაა, რომ ის პატარა ადგილს იკავებს საწოლში.

„რა თქმა უნდა, ჩვენ არ გირჩევთ, რომ თქვენს პარტნიორთან ერთად აღარ დაიძინოთ, მაგრამ როცა თავს ცუდად იგრძნობთ და ხვდებით, რომ ყველაზე მეტად მშვიდი და უშფოთველი ძილი გჭირდებათ, შეგიძლიათ ერთი ღამით მაინც მოკალათდეთ სხვა ოთახში საყვარელ ოთხფეხა მეგობართან ერთად“, - აღნიშულია კვლევის დასკვნაში.