5 ნივთი, რომელსაც მფლობელთათვის სიკვდილი მოაქვს
- 01/02/19
- 1047 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ისტორია იმაზეა, თუ რა საშიშროებებს ეყრებოდნენ მოდის მიმდევრები რამდენიმე საუკუნის წინ. ამბავს მოდის მუზეუმის მკვლევარი და ლექციის ციკლის „ბინძური მოდა“ ავტორი, ანასტასია კომაროვსკაია გვიყვება.
ზურმუხტისფერი - სეზონის ფერი
XVIII—XIX საუკუნეებში მოდურ ზურმუხტისფერს დარიშხანის საშუალებით იღებდნენ. იწამლებოდა ყველა: ცნობილი ქალბატონები, კაბის მკერავები და ქსოვილის მწარმოებლები. დარიშხანისფერი მწვანე ყველგან იყო: ინტერიერში, სამოსში, აქსესუარებსა და საკონდიტრო ნაწარმშიც კი.
ქალები ზურმუხტისფერში თავიდან-ფეხებამდე იმოსებოდნენ: ყიდულობდნენ ქუდებს, კაბებს, ფეხსაცმელებს, ხელთათმანებს - ყველაფერს, რაც დარიშხანით იყო შეღებილი. თუ თავსაბურავებსა და სამოსს სპეციალურ საფარს აკერებდნენ, ხელთათმანს მის გარეშე კერავდნენ, მას უბრალოდ ფუნჯით ღებავდნენ და აშრობდნენ - შხამი პირდაპირ კონტაქტში იყო კანთან. ქალბატონები გამონაყარსა და ჭრილობებს უჩიოდნენ.
მოდის მოყვარულ ქალებს დარიშხანი ხელსაქმისთვის საჭირო ნაკრებშიც ხვდებოდათ. იმ დროისათვის პოპულარული ჰობი გახლდათ მოდური გვირგვინების შექმნა, რომელთა დეტალები იყო ნაყოფი, ყვავილები, ფოთლები და ყურძენი. გამოიცანით, რით ღებავდნენ მათ.
ყველაზე სერიოზულად, რა თქმა უნდა, ისინი იწამლებოდნენ, ვინც ტექსტილზე მუშაობდა. ფხვნილი ტანსაცმელზე იყრებოდა ადამიანებს საწამლავი სახლში მიჰქონდათ.
შეშლილი მექუდეები და ვერცხლისწყალი
ეს არის ისტორია ქუდის შეშლილ გამყიდველებზე. მათ შორის ყველაზე ცნობილი, რა თქმა უნდა, კარიკატურული მექუდეა „ალისა საოცრებათა სამყაროდან“. მისი არაადეკვატური ქცევები და განწყობის ხშირი ცვლილება - ვერცხლისწყლით ქრონიკული მოწამვლის ტიპიური სიმპტომებია.
თავდაპირველად ქუდებს, განსაკუთრებით მამაკაცისას, თახვის ფეტრისგან ამზადებდნენ. მისი წარმოებისთვის ვერცხლისწყალს არ გამოიყენებდნენ, მაგრამ თახვის დეფიციტის დროს, სპეციალისტებმა სხვა ბეწვის გამოყენება დაიწყეს - მაგ: კურდღლის. ასეთი ქუდი უფრო იაფფასიანი იყო, მაგრამ საჭირო გახდა ვერცხლისწყლით მისი დარბილება. მას ბეწვში შიშველი ხელებით ურევდნენ. უკვე მზა ქუდების დავარცხნისას კი ჰაერში ირეოდა ვერცხლისწყლის ნაწილაკები - იწამლებოდა იქ მომუშავე ყველა ადამიანი.
წარმოება ძალიან დიდხანს არაფრით რეგულირდებოდა, განსაკუთრებით ინგლისში. ვერცხლისწყალი ХХ საუკუნის შუა წლებამდე გამოიყენებოდა. სიტუაციას ართულებდა ცუდი შენობები, არ ხდებოდა ვენტილაცია. ეს თემა პერიოდულად იქცევდა საზოგადოების ყურადღებას, მაგრამ მოდა სასტიკია - ქუდი გარდერობის განუყოფელი ნაწილი იყო. განაგრძეთ კითხვა