ეს სტატია მათთვის, ვისაც შვილის ჩასახვა უნდა
- 01/02/19
- 832 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
»» ქალმა უნდა შეადგინოს ბაზალური ტემპერატურის გრაფიკი და მის მიხედვით განსაზღვროს ჩასახვისათვის ხელსაყრელი დღეები (მკურნალი ექიმის დახმარებით).
»» ჩასახვისათვის ხელსაყრელ დღეების პერიოდში, სქესობრივი აქტი ქონდეს დღეში ერთხელ.
»» არ ისარგებლოს სქესობრივი აქტის დროს არავითარი საშუალებებით (კრემები, ლუბრიკანტები და სხვა საპოხი საშუალებები).
»» ორივე პარტნიორმა დაიცვას ბალანსი როგორც შრომაში, ასევე დასვენებაში. არ გადაიღალოს.
»» პარტნიორებმა თავი უნდა აარიდონ ჩასახვის პერიოდში ნარკოტიკს, ალკოჰოლსა და თამბაქოს.
»» პარტნიორი უნდა მოერიდოს ძალიან ვიწრო ქვედა საცვალის ჩაცმას, ცხელი აბაზანის მიღებას, საუნას, რადგან ისინი უარყოფითად მოქმედებენ სპერმატოგენეზზე.
»» საშვილოსნოში სპერმის რაც შეიძლება ღრმად დეპონირებისათვის, საჭიროა:
• ზურგზე წოლა ისე, რომ პარტნიორი იყოს ზემოდან;
• რაც შეიძლება ზემოთ იყოს წამოწეული მენჯი და თეძოები (შესაძლებელია გამოყენებული იქნას პატარა ბალიში);
• ეკულაციის დადგომამდე, პარტნიორმა შეწყვიტოს ფრაქციები და რაც შეიძლება ღრმად შეიყვანოს სასქესო ორგანო საშოში;
• პარტნიორის სასქესო ორგანოს გამოღება მოხდეს რაც შეიძლება ნელა;
• ამის შემდეგ, სასურველია მუხლების მოხრა, რაც შეიძლება ახლოს მკერდთან მიტანა და ასეთ მდგომარეობაში 15-30 წთ -ის გატარება;
• სასურველია ქალმა სქესობრივი აქტის შემდეგ თავი შეიკავოს მოშარდვისაგან (30 წუთი მაინც);
• სქესობრივი აქტის დასრულების შემდეგ ქალი დარჩეს საწოლში 30-40 წთ -ის განმავლობაში;