80 წლის ქალი, ნუცუბიძეზე, შვილებმა გარდაცვლილი საკუთარ სახლში 2 კვირის შემდეგ იპოვეს

80 წლამდე ქალი შვილებმა საკუთარ სახლში გარდაცვლილი ორი კვირის შემდეგ აღმოაჩინეს.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა თბილისში, ნუცუბიძის ფერდობზე მოხდა. მოხუცებული ქალბატონი საკუთარ სახლში მისმა შვილებმა  და მეზობლებმა გარდაცვალებიდან თითქმის 2 კვირის შემდეგ აღმოაჩინეს.

ირკვევა, რომ მოხუცებული მარტო ცხოვრობდა. მისი ბინიდან კი რამდენიმე დღის განმავლობაში უცნაური სუნი გამოდიოდა. მოგვიანებით, სუნი იმდენად მძაფრი იყო, რომ მეზობლები მოხუცებულის შვილებს დაუკავშირდნენ და საეჭვო გარემოების შესახებ აცნობეს. ამავდროულად, გამოიძახეს სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.

ბინის კარის შემტვრევის შემდეგ 80 წლამდე ქალი მიცვალებული აღმოაჩინეს. ის თითქმის 14 დღის გარდაცვლილი იყო.

გამოძიებას შსს აწარმოებს.