კიანუ რივზი ბავშვთა კლინიკას მილიონებს საიდუმლოდ ურიცხავდა
- 02/02/19
- 4686 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
კიანუ რივზი ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ჩაკეტილი ვარსკვლავია. ის არასოდეს საუბრობს საკუთარ ცხოვრებაზე. ცნობილი ხდება, რომ ჯერ კიდევ 2000 წელს მსახიობმა ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისთვის ფონდი შექმნა, ეს მსახიობის დიდი ხნის ოცნება იყო.
როგორც ცნობილია, მისი და სწორედ ონკოლოგიურ დაავადებას ემსხვერპლა. ამის შესახებ მაშინ გახდა ცნობილი, რაც ჟურნალისტმა რივზს კითხვა დაუსვა, მსახიობმა ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა თქვა, რომ ქველმოქმედებით რეკლამის გაკეთებას არა აპირებს. ეს იმ ფონზე, როდესაც რივზი ბავშთა საავადმყოფოებს მილიონებს ურიცხავს.
რივზი ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანური მსახიობია, რომელიც გარშემო ყველას ეხმარება. მაგალითად ფილმ „მატრიცას“ გადაღებებისას მან ერთ-ერთი თანამშრომლის ფინანსური პრობლემის შესახებ გაიგო და მას საშობაოდ 20 ათასი დოლარი გადაურიცხა.