ქალების ნაკლი, რომელსაც შეყვარებული მამაკაცი ვერასოდეს ამჩნევს

”ვაიმე, რა საშინელებაა, რა მოხდება, როდესაც ნახავს, რომ ისეთი ბრტყელი მუცელი არ მაქვს, როგორც ბანდაჟში?!” - ასე განიცდიან ქალები, თუ ოდნავ მაინც უკმაყოფილონი არიან საკუთარი გარეგნობით. მამაკაცებს კი ეს აოცებთ: რაზე საუბრობს? 
 

წელის/მკერდის/ბარძაყის გარშემოწერილობა, ფეხის ზომა

ჯერ ერთი, თუ მამაკაცი ღამით თქვენთან დარჩა, ე.ი. მან უკვე მოასწრო შემჩნევა და შეფასება, თუ როგორ გამოიყურებით. მეორეც, ”ძვლები” ყველას როდი უყვარს, ბევრს სწორედ ”ფერხორციანი” ქალები ურჩევნია. მესამეც, თუ მამაკაცს იქამდე აღაგზნებთ, სანამ ის გაგხდით, კალორიების თვლას ნამდვილად არ დაიწყებს და მისი ვნება არ 
ჩაქრება. 


არასასურველი იერსახე

ქალების ყველაზე მცდარი წარმოდგენა: მე მას უკვე არ მოვწონვარ. გუშინ დედოფალივით გამოვიყურებოდი, დღეს კი... გახსოვდეთ: მამაკაცი ასეთ წვრილმანებს ვერ ამჩნევს, ის მთლიან იერსახეს აღიქვამს და თუ მას თქვენი დაპყრობის სურვილის პროგრამა უკვე ჩაერთო, უკვე არ აქვს მნიშვნელობა, რა გეცვათ და როგორ გამოიყურებოდით. პირიქით, უფრო ”დაიქოქება”, როდესაც დაინახავს, რომ შეიძლება სხვადასხვანაირი იყოთ. 
 

კაპრიზები და უსუსურობა

ეს კი მამაკაცებს პირიქით, უყვართ. მითია ის, რომ ქალის კაპრიზები და უსუსურობა აღიზიანებთ. მიეცით საშუალება, იზრუნოს თქვენზე, თავი გმირად იგრძნოს.  განაგრძეთ კითხვა