მეცნიერების დასკვნით - კაცების წარმატებას მათი მეუღლეები განაპირობებენ
- 03/02/19
- 2739 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
შესაძლოა არასდროს გიფიქრიათ, მაგრამ თქვენს წარმატებას, მსოფლმხედველობას და ზოგად წარმოდგენას სამყაროზე სწორედ ის ადამიანები განსაზღვრავენ, ვინც ყოველთვის თქვენს გვერდითაა. იმავე აზრს იზიარებს კარნეგი მელონის უნივერსიტეტის კვლევები, რომლის მტკიცებით მართებულ ან მცდარ გადაწყვეტილებას ყოველთვის მეუღლის გავლენით ვიღებთ.
ამასთანავე, 163 წყვილთან ექსპერიმენტის ჩატარების შემდეგ, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ძლიერი პარტნიორის მხარდაჭერით ადამიანი პრაქტიკულად ყოველთვის აღწევს წარმატებას, რადგან თამამად მიდის რისკზე და არასდროს უფრთხის პრობლემებს, ის კი, ვინც მეუღლის მხარდაჭერასაა მოკლებული, პირველივე სირთულეს ნებდება და იხევს უკან.
ამერიკელი მეცნიერების ექსპერიმენტი ნახევარი წლის შემდეგ გაგრძელდა, როცა იმავე წყვილებთან კონტაქტის განახლების შემდეგ აღმოაჩინეს, რომ ერთმანეთით გაძლიერებული მეუღლეების ურთიერთობა ბევრად მყარი გახდა, ცხოვრების ხარისხი კი, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, ვიდრე მათი, ვინც სიზარმაცით ან სხვა მიზეზით თქვა უარი პარტნიორის მხარდაჭერაზე.
ფსიქოლოგიის პროფესორის ბრუკ ფინის განცხადებით, მხარდაჭერა, რომელსაც ადამიანი ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტში (მაგალითად, სამსახურის ან ნაცნობთა წლის შერჩევისას) იღებს, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მის მომავალ წარმატებას და კეთილდღეობას, რადგან მოტივატორად ქცეულ პარტნიორს ყოველთვის კარგად გამოსდის მეორე ნახევრის თვითშეფასების ამაღლება და იმ შესაძლებლობებში დარწმუნება, რომლისაც თვითონ არ სჯერა.
მეცნიერთა თეორიის საუკეთესო მტკიცებულებას ცნობილი წყვილები ბარაკ და მიშელ ობამა, მარკ ცუკერბერგი და პრისცილა ჩანი, Jay-Z და Beyonce წარმოადგენენ, რომლებიც, მართალია, აბსოლუტურად სხვადასხვა სამყაროს მიეკუთვნებიან, განსხვავებულ სფეროში საქმიანობენ, მაგრამ სრულად ეთანხმებიან მოსაზრებას, რომ ერთმანეთის გარეშე ვერასდროს შეძლებდნენწარმატების მიღწევას.