ვინ არის მამაკაცი, რომელზეც სოფო ნიჟარაძემ რუსეთში იქორწინა
- 2015-01-16 10:13:15
- 3091 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ბოლო დროს თბილისში ჭორაობენ, რომ სოფო ნიჟარაძე ყოფილ პარტნიორ ანდრეი ალექსანდრინზე იყო დაქორწინებული. სწორედ ანდრეისთან ერთად თამაშობდა სოფო "რომეო და ჯულიეტაში", რომელიც წარმატებული მიუზიკლი იყო დიდი თეატრის სცენაზე.
"რომეო და ჯულიეტა დაქორწინდნენ" - სტატიებს ამ სათაურით არაერთ რუსულ საიტზე წააწყდებით, რომლებიც 2007 წლით არის დათარიღებული. ჟურნალისტები წერენ, რომ ქორწილი წყვილმა "კარმა ბარში" გადაიხადა, სადაც მეგობრები მიიწვია და მათ ახალი პროექტი Just Married წარუდგინა.
ერთ-ერთი საიტის მიხედვით, ეს პროექტი კიდევ ერთი მიზეზი გახდა რომეოს და ჯულიეტას რეალურ ცხოვრებაში დაქორწინებისა, თუმცა ისინი მალევე დაშორდნენ ერთმანეთს და მეგობრებად დარჩნენ. ერთ-ერთი მომხმარებელი ფორუმზე ანდრეი ალექსანდრინის სიტყვებსაც წერს: "მე უკვე რომეო-ვეტერანი ვარ. ამ როლს ვთამაშობ 2004 წლიდან. მე ოთხი პარტნიორი-ჯულიეტა მყავდა. მე და სოფო ნიჟარაძე დავქორწინდით, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენი სიყვარული არ აღმოჩნდა სამუდამო, როგორც შექსპირის გმირების. გასულ წელს გავიყარეთ, თუმცა დღემდე ვმეგობრობთ".