როგორ დაიკლო ბაჩო ქაჯაიამ 50 კილო - რჩევები წონაში დაკლების მსურველთათვის

„სა­ზო­გა­დო­ებ­რივ არხზე“ ახა­ლი იუ­მო­რის­ტუ­ლი გა­და­ცე­მა იწყე­ბა, რომ­ლის წამ­ყვა­ნიც მსა­ხი­ო­ბი ბაჩო ქა­ჯა­ია. ბაჩო ბოლო პე­რი­ოდ­ში ეკ­რან­ზე ისე ხში­რად აღარ ჩან­და. ეს დრო, რო­გორც ამ­ბობს, ბიზ­ნეს­ში ძა­ლე­ბის მო­სა­სინ­ჯად გა­მო­ი­ყე­ნა და საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლად.

- ბოლო პე­რი­ოდ­ში ეკ­რან­ზე აღარ ჩან­დი, რა ხდე­ბო­და?

- ამ პე­რი­ოდ­ში ბიზ­ნეს­ში შევ­ყა­ვი თავი. მე და ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა სა­რეს­ტორ­ნო ბიზ­ნეს­ში მოვ­სინ­ჯეთ ძა­ლე­ბი. ახლა აღ­მა­შე­ნე­ბელ­ზე გა­ვა­კე­თეთ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო რეს­ტო­რა­ნი. მაგ­რამ ამ ქუ­ჩის კონ­ცეპ­ტი ისე არ გან­ვი­თარ­და, რო­გორც და­გეგ­მი­ლი იყო და ამი­ტომ მდე­ბა­რე­ო­ბის შეც­ვლა გა­დავ­წყვი­ტეთ. ეს პრო­ცე­სი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდა. რე­გი­ო­ნე­ბი მო­ვი­ა­რეთ, მი­ვი­წყე­ბუ­ლი კერ­ძე­ბი მო­ვი­ძი­ეთ, რე­ცეპ­ტე­ბი მარ­ტო ბე­ბი­ებს რომ ახ­სოვ­დათ და ამ ყვე­ლა­ფერს შე­მოქ­მე­დე­ბი­თად მი­ვუ­დე­ქით. მერე გა­დავ­წყვი­ტეთ ეს პრო­ცე­სი გა­დაგ­ვე­ღო.

 

- შენი ბუ­ნებ­რი­ვი წონა რო­გო­რია?

- 2007 წელს, „შუა ქა­ლაქ­ში“ რომ მი­ვე­დი, არც ვი­ყა­ვი ისე­თი, რო­გო­რიც მერე ვახ­სო­ვარ მა­ყუ­რე­ბელს, იმ პე­რი­ოდ­ში მო­ვი­მა­ტე. თუმ­ცა არც მა­ნამ­დე ვყო­ფილ­ვარ ასე გამ­ხდა­რი. სა­ნამ ჩა­ვა­ბა­რებ­დი 110 კილო ვი­ყა­ვი. კონ­სულ­ტა­ცი­ებ­ზე რომ მი­ვე­დი, მი­თხრეს შან­სი არაა, ვერ მი­გი­ღებ­თო, 17 წლის ბიჭს რა უნდა გა­თა­მა­შოთ, 110 კილო რომ ხარო. თუ არ გახ­დი, რო­გორ გა­ვი­გოთ ხარ თუ არა ნი­ჭი­ე­რიო, ერთი თვის მერე მი­ვე­დი და ვერ მიც­ნეს, 11 კილო მქონ­და დაკ­ლე­ბუ­ლი.

- რო­გო­რი შეგ­რძნე­ბაა ერთ დღე­საც 50 კი­ლოგ­რა­მით ნაკ­ლე­ბი რომ იღ­ვი­ძებ?

- ფო­ტო­ებ­ზე აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა ადა­მი­ა­ნი მი­ყუ­რებს. რე­ა­ლუ­რად კი, არამ­ხო­ლოდ ფი­ზი­კუ­რად, მენ­ტა­ლუ­რა­დაც სხვა ადა­მი­ა­ნი ხდე­ბი. პირ­ველ რიგ­ში გო­ნე­ბა­სა და გულ­ში იც­ვლე­ბა რა­ღაც და მერე ფი­ზი­კუ­რად წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად