რა გახდა შავი პრინცის გარდაცვალების მიზეზი
- 04/02/19
- 3299 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ქართული ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი პიონერი, აკაკი ბაბუნაშვილი, სასცენო სახელით შავი პრინცი, 48 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაცია მისმა მეგობარმა, ვეტერანმა რეპერმა, ჯერონიმომ სოციალურ ქსელში გაავრცელა. გარდაცვალების მიზეზად თირკმლის უკმარისობა სახელდება.
შავმა პრინცმა მუსიკალური კარიერა 1990-იანი წლების დასაწყისში, ქუთაისში დაიწყო. 1995 წელს მან ჰიპ ჰოპ კოლექტივი "ძებნილი" შექმნა.