იცანით გოგონა, რომელის გადარჩენისთვისაც ერთ დროს მთელი საქართველო ლოცულობდა?
- 05/02/19
- 4514 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ფოტოზე გამოსახულია გოგონა, რომელსაც ერთ დროს მთელი საქართველო გულშემატკივრობდა. ის საცხოვრებელი სახლის მეხუთე სართულიდან გადმოვარდა და უამრავი ოპერაცია დასჭირდა, რომ გამოჯანმრთელებულიყო. ეს გოგონა შორენა ბეგაშვილის ერთადერთი ქალიშვილი, ევა ბარბაქაძეა. დიახ, თვალები არ გატყუებთ. მისი ფოტო დედამ მცირე ხნის წინ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და რომ არ დაეწერა, რომ ევაა, ვერავინ ვერ იცნობდა. ფოტოდან პატარა გოგონა უკვე აღარ იმზირება. ევამ თმის ფერი შეიცვალა და შესამჩნევადაა გაზრდილი.

ფოტოს ქვეშ უამრავი დადებითი კომენტარი დაიწერა. ყველა აღნიშნავს, რომ ევა ძალიან შეცვლილი და კიდევ უფრო გალამაზებულია.



