ახალი მსოფლიო მოდური ტრენდი მამაკაცის სამოსში, რომლითაც მალე ყველა თბილისელი ბიჭი ივლის

ჟურნალ "ვოგის" საიტზე ამერიკელი რეპერ რედრიკ დელანტიკ დევისის ფოტოები გამოჩნდა, რომელიც ცნობილია სახელით - Gucci Mane. რეპერი უჩვეული სამოსშია გამოწყობილი.

პაპარაცებმა მუსიკოსი ღამის კლუბ Atlanta Nightclub Oak-სთან დააფიქსირეს, ატლანტაში. მას პალტო აცვია, რომელიც ორი ერთმანეთისაგან განსხვავებული ქსოვილისგანაა შეკერილი. მისი მარჯვენა ნაწილი კლასიკური შავია, მარცხენა კი - ნათელი ზოლებიანი და ზედ იაპონური ანიმეს პერსონაჟია გამოსახული. 

გამოცემის მოდის ექსპერტების აზრით, ზედა სამოსი, რომელიც ორი კონტრასტული კომბინირებული ქსოვლისგანაა შეკერილი, მამაკაცის მოდის ერთ-ერთი მთავარი ტრენდი გახდება.