გორში მეექვსეკლასელებმა ერთმანეთი დაკბინეს

გორის მეხუთე საჯარო სკოლაში მეექვსე კლასის მოსწავლეებმა ერთმანეთი დაკბინეს. ერთ-ერთი ბავშვის მშობემლმა „პრაიმტაიმთან“ ფაქტი დაადასტურა.

„ბავშვი დაკბენილია, მკლავის არეში ჩემს შვილს ნაკბილარი ეტყობა. სისხლი მოსდიოდა. სკოლის დირექტორმა და მისმა მოადგილემ სასწრაფო დახმარება არ გამომაძახებინეს. დირექტორმა მითხრა, თუ გინდა ბავშვი საერთოდ გაიყვანე სკოლიდან და შენც წადი სამსახურიდანო. სასწრაფო რომ არ გამომაძახებინეს, შესაბამისად სკოლაში არც პოლიცია მოსულა", - განუცხადა ბავშვის დედამ, რომელიც ამავდროულად იმავე სკოლაში დამლაგებლად მუშაობს.

როგორც "პრაიმტაიმს" შსს-ში განუცხადეს, უწყებაში ფაქტთან დაკავშირებით, შეტყობინება არ შესულა.

მე-5 სკოლის დირექტორი ზურაბ ქარელია, რომელიც რესურსცენტრს ხელმძღვანელობდა და რომელიც სამსახურიდან აუდიტის დასკვნის საფუძველზე გაათავისუფლეს, მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორად ქარელი რამდენიმე თვის წინ დაინიშნა.