ვინ არის 23 წლის ბიჭი, რომელიც საფლავების გაქურდვის გამო დააკავეს

ზუგდიდში, ჭითაწყარის სასაფალოზე 23 წლის ლაშა გოგია საფლავის გაქურდვისას დააკავეს.

"ნიუპოსტის" კორესპოდენტის ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცი საფლავებზე იპარავდა ბიუსტებს, ძვირადღირებულ ქვებს და სხვადასხვა ქალაქებში მოპარული ნივთებს მარმარილოს საამქროებში აბარებდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლით მიმდინარეობს რაც, მიცვალებულისადმი უპატივცემულობას გულისხმობს.