რატომ ატირდა მსოფლიო კინოვარსკვლავი შერონ სთოუნი ილია მეორესთან შეხვედრის დროს?

შერონ სტოუნი რუსთაველის გამზირზე ფილმ "აგვისტოს ხუთი დღის" პრემიერაზე. 2011 წელი

მაშინ თბილისში აქტიურად ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავი ქართული კულტურისადმი დიდი ინტერესითა და ხალხთან თბილი დამოკიდებულებით გამოირჩეოდა. დღემდე ყველას ახსოვს ატირებული შერონ სტოუნის კადრი საპატრიარქოში, ილია მეორესთან სტუმრობისას. ჰოლივუდის ვარსკვლავი ამ შეხვედრას წლების შემდეგაც ემოციურად იხსენებს.

" ძალიან ამაღელვებელი იყო მოგზაურობა საქართველოში, ამ მოგონებებს დიდი ადგილი უჭირავს ჩემს გულში. საოცრად შთამბეჭდავი იყო ის ფაქტი, რომ თქვენმა პატრიარქმა ილია II-მ თავისი ძვირფასი დრო დამითმო, მაზიარა საოცარი ჟღერადობის გალობას, რომლის ავტორიც თავად არის და დამათვალიერებინა თავისი ზღაპრული ორანჟერეა. ეს იყო ნეტარების დღე და ძალიან ხშირად ვიხსენებ. იხილეთ ფოტოსურათები

შემდეგ მაჩვენეს უძველესი ეკლესიები (მეტეხის ტაძარი და ანჩისხატი) სადაც მოსახლეობამ ძალიან თბილად მიმიღო, ქართველები თბილი და უშუალო ხალხი ხართ. დავესწარი მართლმადიდებლურ წირვას, ეს იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ მუდამ მემახსოვრება.. " - შერონ სტოუნი

ილია მეორემ შერონ სტოუნს საჩუქრად ღვთისმშობლის ხატი გადასცა და დალოცა.

კინოვარსკლავი ქართული სამზარეულოთიც მოიხიბლა:

" გავეცანი ქართულ სამზარეულოს, ის მართლაც განსაკუთრებულია. გავისეირნე ძველი თბილისის ქუჩებში, შემდეგ კი პრეზიდენტის რეზიდენცია ვნახე, რომელიც ულტრათანამედროვე იყო, მოგონებებს საქართველოზე ყოველთვის გულით ვატარებ." - აცხადებს მსახიობი