"მან სვანეთში სტიქია იწინასწარმეტყველა, მართლაც ნავერიანების გვარიდან 26 ადამიანი გაასვენეს..."

"მე თა­ვად მო­ვეს­წა­რი, ერთი სვა­ნი გან­დო­ბი­ლი პი­რა­დად გა­ვი­ცა­ნი და მას­თან ძა­ლი­ან ახ­ლოს ვი­ყა­ვი. არ მაქვს უფ­ლე­ბა მისი ვი­ნა­ო­ბა გა­ვამ­ხი­ლო, რად­გან როცა კავ­ში­რი მქონ­და, მა­ლავ­და გან­დო­ბი­ლი რომ იყო. გუ­მა­ნით მი­ვა­გე­ნი, გან­დო­ბი­ლე­ბი თა­ვი­ანთ ვი­ნა­ო­ბას არ ამ­ჟღავ­ნებ­დნენ" – ამ­ბობს ერეკ­ლე საღ­ლი­ა­ნი, რო­მე­ლიც სვან გან­დო­ბი­ლებ­ზე ბევრ სა­ინ­ტე­რე­სოს გვი­ამ­ბობს.

- სვან გან­დო­ბი­ლებს ხატ­თან ჰქონ­დათ კავ­ში­რი და იქე­დან ძა­ლი­ან დიდი ცოდ­ნა გად­მო­დი­ო­და. ისი­ნი დღე­საც არი­ან შე­მორ­ჩე­ნი­ლი, მაგ­რამ რო­გორც ადრე, ახ­ლაც არა­ვინ არ ამ­ხელს ამას... სვა­ნი გან­დო­ბი­ლე­ბის მო­ძღვრე­ბა, და­უ­წე­რე­ლი წე­სე­ბი და კა­ნო­ნე­ბი ყვე­ლა ჩვენ­თა­გან­შია და­ლე­ქი­ლი... ყვე­ლას გვახ­სოვს ცხო­ნე­ბუ­ლი ავ­ლიპ ზუ­რა­ბაშ­ვი­ლი, სა­ო­ცა­რი მკურ­ნა­ლი და დიდი ფსი­ქო­ლო­გი. მას ჰკი­თხეს, ხან­დაზ­მულ ასაკ­ში ჯან­მრთე­ლო­ბას რო­გორ ინარ­ჩუ­ნებ­თო და ავ­ლიპ­მა უპა­სუ­ხა, არა­სო­დეს, არა­ვი­სი, არა­ფე­რი მშურ­დაო... აი ზუს­ტად ამას ემ­ყა­რე­ბო­და გან­დო­ბი­ლე­ბის ცოდ­ნა, რომ საქ­მე­ში შური არ უნდა გა­რე­უ­ლი­ყო. შური თუ შე­გი­პყრობ­და ვერც ჯან­მრთე­ლო­ბას შე­ი­ნარ­ჩუ­ნებ­დი და ვერც იმ დიდ სუ­ლი­ერ სამ­ყა­როს­თან გექ­ნე­ბო­და კავ­ში­რი. პირ­ველ­რიგ­ში ყვე­ლა ადა­მი­ა­ნუ­რი ხინ­ჯი უნდა და­გეძ­ლია.

- რო­დი­დან იღებს სა­თა­ვეს სვა­ნი გან­დო­ბი­ლე­ბის ცოდ­ნა?

- უძ­ვე­ლე­სი პე­რი­ო­დი­დან, წი­ნა­რე ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ხა­ნი­დან! შემ­დეგ ქრის­ტი­ა­ნო­ბამ კი არ მოს­პო და გა­ა­ნად­გუ­რა ეს ტრა­დი­ცია, პი­რი­ქით გა­ამ­ყა­რა! ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სული შთა­ბე­რა, გა­ი­თა­ვი­სა, ახა­ლი აღ­ქმი­სე­უ­ლი ცოდ­ნა და­ურ­თო, კი­დევ უფრო გა­ამ­დიდ­რა...

- ამ­ბობთ, რომ ისი­ნი უზარ­მა­ზარ ცოდ­ნას ფლობ­დნენ... წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბის უნა­რიც ჰქონ­დათ?

- დიახ, ჰქონ­დათ... მე თა­ვად მო­ვეს­წა­რი, ერთი სვა­ნი გან­დო­ბი­ლი პი­რა­დად გა­ვი­ცა­ნი და მას­თან ძა­ლი­ან ახ­ლოს ვი­ყა­ვი. არ მაქვს უფ­ლე­ბა მისი ვი­ნა­ო­ბა გა­ვამ­ხი­ლო, რად­გან კავ­ში­რი როცა მქონ­და, მა­ლავ­და გან­დო­ბი­ლი რომ იყო. გუ­მა­ნით მი­ვა­გე­ნი, თო­რემ ისევ გი­მე­ო­რებთ, გან­დო­ბი­ლე­ბი თა­ვი­ანთ ვი­ნა­ო­ბას არ ამ­ჟღავ­ნებ­დნენ. ეს კაცი სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნი იყო! შუ­ა­გულ ტყე­ში და­სახ­ლდა და ტყე ბაღ­ნა­რად აქ­ცია. ტყე კი არა, ბა­რიც არ მი­ნა­ხავს ისე სა­თუ­თად მოვ­ლი­ლი. იგი ზუს­ტად ვაჟა ფშა­ვე­ლას მინ­დი­ას მსგავ­სად ცხოვ­რობ­და.

ამ კაც­მა უმოკ­ლე­სი გზა იცო­და ჩრდი­ლო-კავ­კა­სი­ის­კენ და ერთხელ ვკი­თხე, რო­დის მას­წავ­ლით თქვენს უმოკ­ლეს ბი­ლიკს-მეთ­ქი და ღი­მი­ლით მი­პა­სუ­ხა, ჩემი ბი­ლი­კე­ბი შენ არ გა­მო­გად­გე­ბა, შენი ბი­ლი­კი უნდა მოჭ­რაო... ანუ შე­მა­გუ­ლი­ა­ნა მეც ჩე­მით მეს­წავ­ლა, თო­რემ თვი­თონ სწავ­ლე­ბა არ ეზა­რე­ბო­და. ბუ­ნებ­რი­ვია, თქვენ­სა­ვით მეც და­მა­ინ­ტე­რე­სა წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა­ზე და რო­დე­საც ამა­ზე ვკი­თხე, მან კი­თხვა შე­მო­მიბ­რუ­ნა, შენ ლექ­სებს ყო­ველ­თვის წერო?.. რო­გორც პო­ე­ტე­ბი ვერ ვწერთ ყო­ველ­თვის ლექ­სებს, ასე­ვე არი­ან გან­დო­ბი­ლე­ბი. მხო­ლოდ ზოგ­ჯერ ხდე­ბა სუ­ლის კონ­ცენ­ტრა­ცია, ეხ­სნე­ბათ ხედ­ვა და ამ უნარს იძე­ნენ... ვინც ამ­ბობს, რომ ეს ყო­ველ­თვის შე­უძ­ლია, ის ტყუ­ის! 1980 წელს ამ სა­ო­ცარ­მა კაც­მა საკ­ვირ­ვე­ლი რამ მი­თხრა: მა­შინ გუ­ლი­ა­ნად გა­მე­ცი­ნა და მისი წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის შე­სა­ხებ ავიგ­დე. სი­ცი­ლით მოვ­კვდი, რომ ამ­ბობ­და, ათ წე­ლი­წად­ში საბ­ჭო­თა კავ­ში­რი და­ინ­გრე­ვა, ამ ქვეყ­ნის ერ­თო­ბა მხო­ლოდ ძა­ლას ემ­ყა­რე­ბა და მეტ­ხანს ვერ გაძ­ლებ­სო... სა­ქარ­თვე­ლო­ზე ამ­ბობ­და, ყვე­ლა მტრად მო­ვე­კი­დე­ბით ერ­თმა­ნეთს, მაგ­რამ უფალ­მა ჩვენ­ში იმ­ხე­ლა სი­კე­თე ჩადო, ბო­ლოს უერ­თმა­ნე­თოდ მა­ინც ვერ გავძლებ­თო. ეს კაცი სა­დაც და­სახ­ლდა, იქ ძვე­ლი ეკ­ლე­სი­ის ნან­გრე­ვე­ბი იყო, ეტყო­ბა ადრე ხალ­ხიც ცხოვ­რობ­და იქ, მაგ­რამ ჟა­მი­ა­ნო­ბის დროს მო­სახ­ლე­ო­ბა გა­წყდა. მან ეკ­ლე­სი­ის გა­ცო­ცხლე­ბა მო­ინ­დო­მა, ხა­ტიც ჰქონ­და და ეკ­ლე­სი­ას თა­ვის ფუნ­ქცია და­უბ­რუ­ნა. ოც­ნე­ბად ჰქონ­და ნან­გრე­ვებ­ზე ტა­ძა­რი აე­შე­ნე­ბი­ნა, მაგ­რამ მა­ნამ­დე სამ­წუ­ხა­როდ წე­რამ უწია. სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გა­რეგ­ნო­ბა ჰქონ­და და სხვა­თა შო­რის გან­დო­ბი­ლებს იც­ნობ, იმ­დე­ნად სხვა­ნა­ი­რე­ბი არი­ან. განაგრძეთ