პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

ზუგდიდის მკვიდრი  გ. ბოჭორიშვილი, რომელიც პოლონეთში ერთი კვირის წინ წავიდა სამართალდამცავებმა ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.

მას ჭრილობა დანით აქვს მიყენებული. მომხდარის შესახებ ინფორმირებულია საქართველოს საელჩო პოლონეთში და მიმდინარეობს გადმოსვენების პროცედურა.

გ.ბოჭორიშვილს მეუღლე და ორი შვილი დარჩა.

მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.