"ცოლი, დედა და ბებია ერთ თვეში გამითხოვდნენ'' - გეის აღსარება

28 წლის გურო დღეს ყველაფერს ნანობს, მაგრამ წარსულის უკან დაბრუნება აღარ შეუძლია. წერილი ფოსტაზე მოგვწერა და დარწმუნებულია, რომ მის წაკითხვას ოჯახის წევრები შეძლებენ და უნდა, რომ აპატიონ.

გურო:
- ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა ის არის რომ დავქორწინდი. ნიაკო არ მიყვარდა და უფრო მეტიც, ქალები არ მომწონდა. 8 წლის ვიყავი მამა რომ გარდაიცვალა. ბებიამ და დედამ გამზარდეს. საკუთარი ორიენტაციის შესახებ უახლოეს მეგობრებსაც ვერე ვეუბნებოდი, რადგან სხვა წრეში ვტრიალებდი და ვერ გამიგებდნენ. "ჩემიანებთან'' კი რამდენჯერაც ვცადე სიახლოვე ხელი მკრეს.

27 წლის ვიყავი რომ დავქორწინდი. ბებია წლები იტალიაში ცხოვრობდა და იქიდან გვეხმარებოდა. იქ გაიცნო ნიაკოს დედა და ჩვენი შეუღლება გადაწყვიტეს. ვიფიქრე, იქნებ შემიყვარდეს და რაღაც გამომივიდეს-მეთქი, მაგრამ ჩვენი თანაცხოვრება არ შედგა.

მეუღლე მიხვდა, რომ ქალთან ცხოვრება არ გამომდიოდა და ყველაფერი დედაჩემს მოუყვა. შემდეგ კი ბარგი ჩაალაგა და სახლიდან გაიქცა. გადარეულმა დედაჩემმა იმ საღამოს საშინელი დღე მაყარა. მითხრა, რომ მეორედ ჩემს გამო არ გათხოვდა და თავისი ახალგაზრდობა შემომწირა, ახლა კი ყველაფერი დამთავრდაო.

ჩემი ორიენტაციის შესახებ იტალიაში ბებიასაც მოახსენეს. ის ქალი სულ გადაირია. წნევამ აუწია და სამი დღე საავადმყოფოში იყო. ტელეფონში მიკიოდა მთელ ფლორენციელ ქართველებში თავი მომჭერი. ახლა ყველა იმას ლაპარაკობს რომ ჩემი შვილიშვილი გეიაო.

ოჯახი ამიმხედრდა, ცოლი გამექცა, ყველაფრით დავიღალე და რაც ფული მქონდა შეგროვებული ორი კვირა საქართველოს გავეცალე. სამსახურში შვებულება დავწერე. საკმაოდ უცნაურად მიყურებდნენ, თითქოს ხვდებოდნენ ცოლი ორ თვეში რატომ გამექცა.



წაიკითხეთ  სრულად