როგორ წავშალოთ ფეისბუქის ჩატში გაგზავნილი შეტყობინებები, რომელიც არ გვინდა, რომ მიმღებმა ნახოს?
- 07/02/19
- 1864 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
უკვე რამდენიმე დღეა Facebook-ის ჩატში გაგზავნილი შეტყობინებების წაშალაა შესაძლებელი. მანამდე პრივილეგიით მარკ ცუბერბერგი სარგებლობდა. ამის შესახებ CNBC წერს.
იმ შემთხვევაში თუ ადრესატს უკვე მისწერეთ და გსურთ მან გაგზავნილი შეტყობინება ვერ წაიკითხოს, ამისთვის შემდეგ ინსტრუქციას უნდა მიჰყვეთ:
- გახსენით Facebook Messenger-ის აპლიკაცია სმარტფონზე ან კომპიუტერზე.
- შედით ნებისმიერ მიმოწერაში, სადაც შეტყობინების წაშლა გსურთ.
- დიდხანს დააჭირეთ შეტყობინებაზე, ან მონიშნეთ გზავნილი მის გვერდით არსებული სამი წერტილით.
- დააკლიკეთ წაშლის (remove) ღილაკს. ის მხოლოდ თვენთვის წაიშლება.
- ღილაკზე remove for everyone (წაშალე ყველასთვის) ბრძანების მიცემით გაგზავნილი შეტყობინება ორივესთვის უხილავი გახდება. ამისთვის კი გაგზავნიდან მომხმარებელს მხოლოდ 10 წუთი აქვს დრო.
Facebook-მა ჩატში გაგზავნილი შეტყობინებების წაშლის შესაძლებლობის შესახებ დაახლოებით ერთი წლის წინ განაცხადა. სიახლის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც გაირკვა, რომ Facebook-ის დამფუძნებელ მარკ ცუკერბერგს და სოცქსელის სხვა ხელმძღვანელებს ისე შეეძლოთ თავისი შეტყობინებების წაშლა ჩატიდან, რომ ისინი აღარ შენახულიყო მიმოწერის სხვა მონაწილეებისათვის.