2 დაღუპული და 7 დაშავებული - რა ხდება ამ წუთებში სტამბულში?

სტამბოლში 8 სართულიანი საცხოვრებელი შენობის ჩამონგრევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა. შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ დრომდე გრძელდება. მაშველები ნანგრევებში მოყოლილებს ეძებენ.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ოფიციალურად, შენობაში განლაგებულ 14 ბინაში 43 ადამიანი ცხოვრობდა.

ჯერ უცნობია თუ რამ გამოიწვია შენობის ნგრევა. თუმცა, სტამბოლის გუბერნატორის განმარტებით, შენობის ბოლო 3 სართული არალეგალურად იყო დაშენებული და შესაძლოა ინციდენტიც სწორედ ამ სართულების ავარიული მდგომარეობის შედეგია.