ცნობილი თურქი მსახიობი და სერიალების ვარსკვლავი ჰოსპიტალიზირებულია

თურქული სერიალების ვარსკვლავი, ფაჰრიე ევჯენი რომელიც 7 თვის ორსულია, ჰოსპიტალიზირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. ევჯენი სტამბოლის ერთოერთ კლინიკაში თურქეთის სამთო-სათხილამურო კურორტიდან-კარტალკაიადან გადაიყვანეს, სადაც ის მეუღლესთან, თურქ ვარსკვლავ ბურაკ ოზჩივითთან ერთად ისვენებდა. კლინიკაში შეყვანის დროს ევჯენს მეუღლეც თან ახლდა.


როგორც აღმოჩნდა ევჯენი მთაში დასვენების დროს გაცივდა და ტემპერატურამ აუწია, რის გამოც მისმა მეუღლემ მისი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაყვანა გადაწყვიტა. ექიმებმა მსახიობს გრიპი დაუდგინეს. ორსული მსახიობი საავადმყოფოში რამდენიმე დღეს გაატარებს. ექიმების ინფორმაციით არც მის და არც ბავშვის ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება.