მეცნიერების კვლევის თანახმად მარიხუანას მომხმარებელ მამაკაცებს სპერმის ჭარბი რაოდენობა აქვთ

მამაკაცებს, რომლებიც წარსულში მარიხუანას ეწეოდნენ, სპერმატოზოიდების და ნაყოფიერების უფრო მაღალი ხარისხი აქვთ, იმათთან შედარებით ვისაც არ მოუწევია. ამის შესახებ mirror.co.uk წერს.

კვლევის შედეგი მკვლევარებისთვის, რომლებმაც 600 მამაკაცი გამოიკვლიეს, სიურპრიზი აღმოჩნდა. მათ საპირისპირო შედეგის მოლოდინი ქონდათ და ფიქრობდნენ, რომ მარიხუანა მამაკაცის სპერმატოზოიდების რაოდენობასა და ნაყოფიერებაზე მავნე გავლენას ახდენდა.

მკვლევარების განცხადებით, შედეგი ერთმნიშვნელოვნად არ ნიშნავს იმას, რომ მარიხუანას მოწევა მამობის შანსებს ზრდის.

"ჩვენი შედეგები უნდა განიმარტოს სიფრთხილით და ის ხაზს უსვამს ჯანმრთელობაზე მარიხუანის გავლენის შემდგომი შესწავლის აუცილებლობას.“- აცხადებენ მკვლევარები

წინა კვლევებმა, რომელიც მოიცავდა ექსპერიმენტებს ცხოველებზე და იმ მამაკაცებზე, რომლებიც წარსულში ნარკოტიკებს გამოიყენებდნენ, აჩვენა, რომ მარიხუანა მამაკაცის რეპროდუქტიულ ჯანმრთელობაზე მავნედ მოქმედებდა.