რა არის საჭირო „ჩემი ცოლის დაქალებში“ მოსახვედრად

„მთავარი არის ნიჭი, სამსახიობო მონაცემები, ასევე ტიპაჟებიც“ - ამბობს „ნიუპოსტთან“ ჩცდ-ს სცენარისტი ქეთი დევდარიანი. ამ მახასიათებლებით ისინი უნდა გამოირჩეოდნენ, რომლებიც 17 იანვარს „ჩცდ“-ს ქასთინგზე გადაწყვეტენ მისვლას.

„ეს ჩვეულებრივი ქასთინგია, რომელიც ყოველი სეზონის წინ ტარდება, ხდება მეორეხარისხოვანი როლების შერჩევა“ - განაცხადა სცენარისტმა.

თუმცა, ეს ჩვეულებრივი ქასთინგი, არავინ უწყის თუ რამდენის ბედს შეცვლის სამომავლოდ, ეს ხომ უკვე „ჩცდ“-ში მისულთათვის ჩვეულებრივი მომენტია.

-ქეთი, რამდენად შესაძლებელია, რომ ეპიზოდურ როლზე მოსული, სერიალში მთვარ როლზეც აიყვანოთ?

-ეს თამაშზეა დამოკიდებული, თუ კარგად ითამაშებს რა თქმა უნდა...

ყველასთვის ცნობილია, რომ სხვა ქასთინგებისგან განსხვავებით „ჩცდ“ მონაწილეობის მსურველთა რაოდებობით გამოირჩევა. სერიალის სცენარისტის თქმით არც წლევანდელი წელი იქნება გამონაკლისი.

ქეთი დევდარიანი: ყოველთვის ბევრიაა მსურველი, არასდროს არ დამითვლია, მაგრამ ბევრია, ხშირად მთელ დღეს ვუნდებით ხოლმე, ხანდახან მეტსაც.



რუსთავი2-ში, მსურველებს, შაბათს, 17 იანვარს, 12:00 საათიდან 14:00 საათამდე ელიან. ეს განცხადება ეხება ყველას, ვისაც სერიალში გადაღების სურვილი აქვს !

(მისამართი: სანდრო ეულის 5ა).


წყარო