ექიმებმა დაასახელეს 10 პრეპარატი, რომელიც აბსოლუტურად არაფერს კურნავს და ტყუილად სვამთ

ცრუ პრეპარატების წინააღმდეგ ბრძოლის, ერთ–ერთი უცხოური ქვეყნის ფალსიფიკაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მუშაკებმა გაგვიზიარეს ცრუ პრეპარატების ნუსხა, რომლებიც საერთოდ არაფერს კურნავს. ამიტომ, კარგად დაფიქრდით, სანამ უშედეგოდ გადაყრით ფულს და ამავდროულად, დააგვიანებთ მკურნალობას.

1. არბიდოლი.
ფარმაკოლოგებმა საბჭოთა ეპოქაში გამოიგონეს ეს პრეპარატი, მაგრამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ არ აღიარა მისი ეფექტურობა. პრეპარატის კლინიკური კვლევები ჩატარდა მხოლოდ დსთ-ს ქვეყნებში და ჩინეთში. სავარაუდოდ, ანტივირუსული პრეპარატი იმუნომოდულატორულ ეფექტს წარმოადგენს. მისი დასახელებებია აგრეთვე: არპეთოლიდი, არპეფლუ, ორვიტოლ ნპ, არპეტოლი, იმუსტატი.


2. პრობიოტიკები.
უდანაშაულო მომხმარებლები ალბათ ფიქრობენ, რომ ყიდულობენ საჭირო ბაქტერიებს. ეს პრეპარატი სრულიად უსარგებლოა და ევროპის ქვეყნებში არც ერთი ექიმი არ უნიშნავს მას პაციენტებს.


3. მეზიმ–ფორტე.
ეს, ჩვენი დროის ყველაზე პოპულარული პრეპარატია. უბრალოდ, დამკვეთები ხელოვნურად, რეკლამის საშუალებით ახდენენ პროპაგანდას არასწორი კვებისა და რეჟიმის იდეას მიასაღონ უსარგებლო, ძვირად ღირებული პრეპარატები. ის არ კურნავს დიაბეტს, თიაქარს, პანკრეატიტსა და სხვა სერიოზულ დარღვევებს.


4. კორვალოლი.
ამ პრეპარატის აქტიური ნივთიერება ფენობარბიტალია. ეს საშიში ბარბიტურატი გამოხატავს ნარკოტიკულ ეფექტს და არ არის ცნობილი, მის მუდმივ გამოყენებას შეუძლია თუ არა გამოიწვიოს სერიოზული ნევროლოგიური და შემეცნებითი დარღვევები. სხვათა შორის, საზღვარგარეთ ამ პრეპარატის იმპორტი აკრძალულია.


5. ნოვო–პასიტი.
ამ პრეპარატის აქტიური ნივთიერება არის გაიფენეზინი. გაგიკვირდებათ და მას არანაირი დამამშვიდებელი ეფექტი არ გააჩნია. გაიფენეზინი ეხმარება სველ ხველას და ამოხველების პროცესს. ეს ნივთიერება არის ხველის საწინააღმდეგო პრეპარატების შემადგენლობაში. ამიტომ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ნოვო–პასიტი არის ნამდვილი პლაცებო.


6. ჰედელიქსი.
პრეპარატი შესწავლილი იქნა აშშ–ს ჯანდაცვის ეროვნულ ინსტიტუტში და ფარმაკოლოგები მივიდნენ დასკვნამდე, რომ მასში შემავალი აქტიური ნივთიერება ხველას საერთოდ არ შველის. ჰედელიქსის ყიდვას, სჯობს ერთი ფინჯანი ცხელი ჩაი მისცეთ ბვშვს.


7. ტროქსევაზინი.
ამ პრეპარატის ეფექტურობა დადასტურებულია მხოლოდ ორი რუსული კვლევით. დასავლელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მისი აქტიური ნივთიერება საერთოდ არ მოქმედებს სხეულზე.


8. ჰომეოპათიური საშუალებები.
(ჰომეოპათია ალტერნატიული მედიცინის სისტემაა, რომლის მიხედვითაც დაავადების სამკურნალოდ საჭიროა ხშირად და მცირე დოზით ისეთი წამლების მიღება, რომელთა დიდი დოზა ჯანმრთელ ადამიანში გამოიწვევდა ამ დაავადების მსგავს სიმპტომებს. მისი ფუძემდებელია გერმანელი ექიმი სამუელ ჰანემანი. „ჰომეოპათია“ იყენებს მცენარეულ, მინერალურ და ცხოველურ სამკურნალო საშუალებებს უმცირესი დოზით და „მსგავსების პრინციპით“, ანუ თავისი არსით ჰომეოპათია ეს არის ბიომარეგულირებელი თერაპია, რომელიც არ სტიმულირებს ან არ თრგუნავს ამა თუ იმ პათოლოგიურ პროცესს.

ჰომეოპათია, როგორც ალტერნატივა მედიცინის დარგში, 200–ზე მეტი წელია არსებობს)

ყველა ჰომეოპათიური პრეპარატი არ შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს, ამიტომ უმჯობესია დაკავდეთ სპორტით და რაციონში ჩართოთ ჯანსაღი პროდუქტები, ვიდრე გადაყაროთ ფული შარლატანობაზე.


9. გლიცინი.
გლიცინი საერთოდ არ წარმოადგენს რაიმეს სამკურნალო პრეპარატს, ის ფართოდ გავრცელებული ამინომჟავაა. უბრალოდ, ბიოდანამატია, რომელიც არც გავნებს, თუმცა არაფერი სარგებელი არ აქვს. ზოგადად კი, მის ეფექტურობაზე დღემდე არანაირი კვლევა არ ჩატარებულა.


10. ვალიდოლი.
ეს პრეპარატი განიხილება როგორც ეფექტური და უკიდურესად საჭირო, თუმცა გავრცელებულია მხოლოდ დსთ-ს ქვეყნებში. გულის სერიოზული პრობლემების დროს არ იყოთ მის იმედზე, რადგან მოსალოდნელი და გარდაუვალი ინფარქტის შემთხვევაში ყოველი წუთი ძვირფასია.


შენიშვნა: რეკლამებში ნანახ, ახლობლების მიერ რჩეულ და თქვენი ოჯახის ექიმის მიერ გამოწერილ პრეპარატებს სანამ მიიღებთ, ჯობს კარგად გადაამოწმოთ მისი შემადგენლობა, ეფექტურობა და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიყენოთ. შესაძლოა თქვენზე ასაღებენ მორიგ პლაცებო–აბს.