ვინ გააუმჯობესა მიხეილ სააკაშვილის შვილის რეკორდი
- 2015-01-16 17:40:28
- 3574 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ქუთაისში მცხოვრებმა 14 წლის იოანე ნიკოლაიშვილმა პლანშეტურ კომპიუტერზე (IPad–ზე) ტექსტის აკრეფაში ეროვნული რეკორდი დაამყარა და ამავე დროს მსოფლიო რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა. ლათინური ანბანის ასაკრეფად მას მხოლოდ 4.25 წამი დასჭირდა. მიღწევა საქართველოს რეკორდების ფედერაციამ დააფიქსირა.
სარეკორდო მცდელობა საერთაშორისოდ აღიარებული წესების დაცვით ჩატარდა: იოანემ მსაჯების თანდასწრებით, ლათინური ანბანის ოცდაექვსი ასო თანამიმდევრულად და უშეცდომოდ აკრიფა. ფედერაციის პრეზიდენტის დავით ბეგიაშვილის თქმით, ქუთაისელი მოზარდის შედეგი ეროვნული რეკორდის პარამეტრებს მნიშვნელოვნად აჭარბებს.
„დღეს ჩვენს პრაქტიკაში პირველი ეროვნული რეკორდი დავაფიქსირეთ, თუმცა მიღებული რეზულტატი გაცილებით მასშტაბურია იოანეს ნაჩვენები შედეგი აბსოლუტურ რეკორდს მხოლოდ 1.78 წამით ჩამორჩება და ამავე დროს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს გინესის წიგნის მიერ აღიარებულ წინა ორ შედეგს. ვიმედოვნებ, რომ იგი უახლოეს მომავალში აბსოლუტურ რეკორდსაც მოხსნის“,-აღნიშნა რეკორდების ფედერაციის პრეზიდენტმა.
„IPad–ზე სწრაფი ბეჭდვის იდეა მას შემდეგ მომივიდა, რაც ინტერნეტით ედვარდ სააკაშვილის რეკორდის შესახებ შევიტყვე. ამ შედეგის მისაღწევად დაახლოებით ორთვიანი მომზადება დამჭირდა. ძალიან გახარებული ვარ, შემეძლო უფრო ნაკლებ დროშიც ამეკრიფა, თუმცა ნერვიულობამ შემიშალა ხელი. მომავალში მსოფლიო რეკორდის გაუმჯობესებას შევეცდები“ – განაცხადა რეკორდსმენმა.
წყარო