რუსეთში მართლმადიდებლებისთვის სპეციალური სმარტფონი გამოუშვეს
- 07/02/19
- 1731 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
სმარტფონების რუსულმა მწარმოებელმა Caviar-მა „მეფე-ტელეფონი“ გამოუშვა. მობილური ტელეფონის მოდელი „ოქროს ვლადიმირი“, რუსეთში ქრისტიანობის გამავრცელებელ მეფე ვლადიმირს ეძღვნება. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რუსული მედიის ინფორმაციით, სმარტფონის კორპუსი ოქროთია დაფარული. ზედაპირზე კი რუსული ორნამენტების ფონზე მართლმადიდებლური ჯვარია ამოტვიფრული.
„ოქროს ვლადიმირის“ ღირებულება დაახლოებით 4,492 ლარია (279,000 რუბლი).
Caviar-მა ამავე სერიის მეორე სმარტფონიც წარადგინა, რომელიც შავ ფერშია.