
თელაველ წყვილს, რომლებიც წლების განმავლობაში ბიჭს ელოდებოდნენ 3 ტყუპი ვაჟი სეეძინათ
- 08/02/19
- 8836 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

ახალგაზრდა წყვილს – ნათია ლეფსვერიძეს და დათო ქიტაშვილს რამდენიმე დღის წინ ტყუპი ვაჟი შეეძინათ, თანაც ერთდროულად სამი! მშობლებს სამი გოგონა ჰყავთ, ერთი ვაჟის მოლოდინში კი ერთდროულად 6 შვილის მშობლები გახდნენ.
პატარების შესახებ ინფორმაცია ღუდუშაურის კლინიკის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა:
“სამმაგი ბედნიერება ქიტაშვილების ოჯახში! 3 გოგონას შემდეგ ვაჟის მოლოდინში, 3 ტყუპი – ნიკა, ილია და გიორგი მოევლინა ქვეყანას!”, – ვკითხულობთ ღუდუშაურის კლინიკის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.