52 წლის კაცმა ამნეზია მხოლოდ იმიტომ დაიბრალა, რომ სიდედრს საზღვარგარეთ გაქცეოდა

იტა­ლი­ე­ლი მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც ქა­ლაქ პი­ზა­დან გა­უ­ჩი­ნარ­და, პო­ლი­ცი­ამ ედინ­ბურ­გში იპო­ვა. 52 წლის სალ­ვა­ტო­რე მა­ნი­ნოს, ახ­ლობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ­ნე­ზია ჰქონ­და, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ის ერთ-ერთ ეკ­ლე­სი­ას­თან ახ­ლოს იპო­ვეს.

მისი ძებ­ნა პო­ლი­ცი­ამ გა­უ­ჩი­ნა­რე­ბი­დან მა­ლე­ვე და­ი­წყო, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მა­ნი­ნოს კომ­პი­უ­ტერ­ში იპო­ვეს ძი­ე­ბის შე­დე­გე­ბი - „რო­გორ გა­ვუ­ჩი­ნარ­დეთ“ და „რო­გორ მო­ვაჩ­ვე­ნოთ თავი, რომ მეხ­სი­ე­რე­ბა დავ­კარ­გეთ“.

სალ­ვა­ტო­რემ, რო­მელ­საც ოთხი შვი­ლი ჰყავს, ედინ­ბურ­გში პო­ლი­ცი­ას­თან აღი­ა­რა, რომ ამ­ნე­ზია არ აქვს და ყვე­ლა­ფე­რი სი­დედ­რის­გან თა­ვის და­საღ­წე­ვად მო­ი­ფიქ­რა.

„მეხ­სი­ე­რე­ბა არა­სო­დეს და­მი­კარ­გავს. მინ­დო­და, ჩემი ოჯა­ხის­თვის მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, რომ მათ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ვარ, და­მებ­რუ­ნე­ბი­ნა ქმრის და მა­მის პო­ზი­ცია ოჯახ­ში, რო­მე­ლიც ჩემ­მა სი­დედრმა, ფაქ­ტობ­რი­ვად, ჩა­მო­მარ­თვა,“ - ამ­ბობს მა­ნი­ნო.


სახ­ლი­დან წას­ვლამ­დე სალ­ვა­ტო­რემ სახ­ლში და­ტო­ვა ჩე­მო­და­ნი, რო­მელ­შიც 10,500 ევრო და წე­რი­ლი იდო, სა­დაც ციფ­რე­ბის­გან შედ­გე­ნი­ლი კოდი ეწე­რა. გა­შიფვ­რის შე­დე­გად კი ოჯა­ხის წევ­რებ­მა უფ­რო­სი შვი­ლის ასა­კი მი­ი­ღეს, 18.

შოტ­ლან­დი­ა­ში გამ­გზავ­რე­ბამ­დე მა­ნი­ნო ქა­ლაქ პრა­ტო­ში ჩა­ვი­და, სა­დაც სუ­პერ­მარ­კეტ­ში იმუ­შა­ვა, ჩი­ნურ და­სახ­ლე­ბა­ში.

გა­მო­ძი­ე­ბა თავ­და­პირ­ვე­ლად ფიქ­რობ­და, რომ მა­მა­კა­ცი შოტ­ლან­დი­ა­ში ჩი­ნურ მა­ფი­ას გა­ექ­ცა, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ აღ­მოჩ­ნდა, რომ სხვა ქვე­ყა­ნა­ში წას­ვლა სი­დედ­რის­გან თა­ვის და­საღ­წე­ვად გა­და­წყვი­ტა.

მა­ნი­ნოს იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა მისი ტა­ტუ­ე­ბით მო­ხერ­ხდა. პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა მისი პოვ­ნის შე­სა­ხებ ცოლს, ფრან­ჩეს­კას და შვი­ლებს მა­ლე­ვე აც­ნო­ბეს. სალ­ვა­ტო­რე იტა­ლი­ა­ში ჩა­იყ­ვა­ნეს, სა­მე­დი­ცი­ნო გა­მოკ­ვლე­ვის შემ­დეგ კი ექი­მებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ მა­ნი­ნოს ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი არ აქვს.