
თბილისში რამდენიმე წუთის წინ მომხდარ საზარელ ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა
- 09/02/19
- 1993 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

თბილისში, თამარ მეფის გამზირზე ავტოავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ადგილზე ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.