
კიდევ ერთი ემიგრანტი ბებია გამწარდა დღეს... ორმაგი ტკივილი.. საკუთარმა შვილმა შვილიშვილი მოუკლა...
- 10/02/19
- 1810 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

ბიძის მიერ მოკლული 12 წლის მოზარდი...
კიდევ ერთი ემიგრანტი ბებია გამწარდა დღეს... ორმაგი ტკივილი საკუთარმა შვილმა მოუკლა საკუთარი შვილის შვილი..... ვუთანაგრძნობ რუსთავს ამ დიდ ტრაგედიას... ღმერთმა ნათელში ამყოფოს 12 წლის ანგელოზის ნატანჯი სული....
(ფოტო შოთო სიხარულიძის ემიგრანტების არხის ექსკლუზივი)
"შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თაჯაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს.
რუსთავში, ბიძამ 12 წლის ძმიშვილი მოკლა
საზარელი შემთხვევა მოხდა მე-8 მიკრორაიონში. 29 წლის მამაკაცმა 12 წლის ძმიშვილი მოკლა.
მეზობლების ინფორმაციით, ბიძამ საკუთარ ძმიშვილს ცივი იარაღით სასიკვლილო ჭრილობები მიაყენა. მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა.
ინფო რუსთავის ინფორმაციით, მკვლელობის დროს ოჯახში მოზარდის ბაბუაც იმყოფებოდა, რომელიც მეზობლების თქმით სასტიკად იყო ნაცემი. 12 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მეზობლები ამბობენ, რომ მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.
"... ვერ შევიდნენ შიგნით... მერე თვითონ მოადგა ფანჯარას და ბავშვი სად არის, გამოუშვიო და ბავშვი დავბრიდე, აღარ არისო... თვითონ უთხრა" - ჰყვება მეზობელი.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 108-ე, მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.