როგორ უნდა გავატაროთ ვალენტინობა თუკი შეყვარებული არ გვყავს

ვალენტინობის დღეს წყვილები ერთად ატარებენ. მაგრამ რა ქნან მათ ვისაც შეყვარებული არ ყავს?

თუ თქვენ სიყვარულს ჯერ არ შეხვედრიხართ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვალენტინობა მარტომ უნდა გაატაროთ. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას:

1. დაპატიჟეთ მეგობარი, რომელსაც ასევე არ ყავს შეყვარებული და ერთად მოაწყვეთ კონოჩვენება. არავითარ შემთხვევაში არ ჩართოთ რომანტიკული კომედიები და დრამები. შეარჩიეთ რამე უფრო საინტერესო. თან მოიმარაგეთ პოპკორნი და კოქტეილი.

2. ეს დღე საკუთარ თავს დაუთმეთ: შეიარეთ სპა სალონში მასაჟის გასაკეთებლად. მასაჟის შემდეგ გაიკეთეთ ვარცხნილობა და პედიკურ-მანიკური.

3. გაემგზავრე ქალაქგარეთ და მოინახულე საინტერესო ადგილები. დიდი ალბათობაა იმის, რომ სწორედ იქ შეხვდეთ სიმპათიურ თანამგზავრს.

4. თუ დის ან ძმისშვილები გყავთ, დაუთმეთ ეს დღე მათ. წაიყვანეთ გასართობ ცენტრში და ნება დართეთ მიირთვან რაც მოესურვებათ. ამის გამო ისინი თქვენ გაგაღმერთებენ.

5. გამოეწყვეთ სათანადოდ და შეიარეთ ბარში. ნუ დაივიწყებთ ღიმილს და ვალენტინობას მარტო აღარ გაატარებთ.

6. გაატარეთ დრო მშობლებთან ან ბებია-ბაბუასთან. ეს ის ხალხია, რომლებსაც ყოველთვის უყვარდით და მუდამ ეყვარებით და მათ თქვენი სიყვარულიც სჭირდებათ.

8. გაუკეთე საკუთარ თავს გამოწვევა. გააკეთე ის, რისი გაკეთებაც სულ გინდოდა. გადააქციე 14 თებერვალი თავგადასავლების დღედ და ნამდვილად არ მოიწყენ.