დღეს ლელა წურწუმია 50 წლის გახდა


12 თებერვალს, ლელა წურწუმიას 50 წელი შეუსრულდა. მრგვალ თარიღს სოციალურ ქსელში მას მეუღლე და მეგობრები ულოცავენ.

მამულიჩამ მისი ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა:

„ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი მონაპოვარი, ყველაზე ერთგული და სანდო მეგობარი. გილოცავ, ლელ 50“

მომღერალს დაბადების დღე მიულოცა ეკა ხოფერიამაც:

„თებერვლის , სხვაგვარად კი სიყვარულის თვეში თუ დაიბადებოდა გოგო, რომელმაც იცის ნამდვილი სიყვარულიც და მეგობრობაც. ჩემი საქმიანობის ძალიან ბევრი დღე და დიდი ნაწილი უკავია დღევანდელ იუბილარს.

ლელა წურწუმია 50!!!! როგორი ამბავია არა? მაგარი!

ლელაზე ერთი ამბავია. პოლიტიკური ჟურნალისტიკიდან შემეცნებით-გასართობში გადასულმა აღმოვაჩინე ადამიანები, რომლებიც პოლიტიკის და ჟურნალისტიკის გარდა კიდევ სხვა რაღაცებსაც აკეთებდნენ. ჰოდა, ბოლოს უკვე „იმედზე“ ბევრ ნიჭიერ მუსიკოსს ერთგვარი ბენეფისიც გავუკეთე. ლელა ხუმრობდა, ხოფერიამ უცებ აღმოაჩინა, რომ ჩვენ თურმე ვმღერით, გადარეულია ამ ამბით და აკეთებს და აკეთებს გადაცემებსო ჩვენზე )

გილოცავ“.

ლელა წურწუმიამ მიიღო მილოცვა ხატია შამუგიასგანაც, რომელთანაც, დიდი ხანია, მეგობრობს:

„მეგობარი, რომელიც 22 წელია მაბედნიერებს, მეიმედება და ბევრ რამეს ვსწავლობ მისგან!

ჩემი კრასავიცობა გოგო დღეს იუბილარია და თუ ვინმე დაიჯერებთ ამ ამბავს , რომ ჯეი ლო და ლელკას ორივეს მრგვალი თარიღი აქვთ მაშინ გილოცავ, დაშკ!“.