იცით რატომ ჯდება თქვენი სმარტფონი ასე მალე - იმიტომ,რომ ამ 7 შეცდომას უშვებთ დატენვისას

მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი დღეს მხო­ლოდ სა­კო­მუ­ნი­კა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბას არ წარ­მო­ად­გენს, მისი მეშ­ვე­ო­ბით შეგ­ვიძ­ლია ვირ­ტუ­ა­ლუ­რად ვი­მოგ­ზა­უ­როთ მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­ში, ვუს­მი­ნოთ მუ­სი­კას, ვუ­ყუ­როთ ფილ­მს თუ კლიპს, ვი­თა­მა­შოთ, ვი­ყოთ სო­ცი­ა­ლურ-ქსე­ლებ­ში, წა­ვი­კი­თხოთ სი­ახ­ლე­ე­ბი და ა.შ. თუმ­ცა ხში­რად გვეშ­ლე­ბა ხელი მისი მოხ­მა­რე­ბის პრო­ცეს­ში ელე­მენ­ტის მო­უ­ლოდ­ნე­ლი დაც­ლის­გან. თუ გეც­ნოთ ეს ფაქ­ტი, ე.ი. თქვენ არას­წო­რად მო­იხ­მართ ტე­ლე­ფონს და, შე­სა­ბა­მი­სად, ელე­მენ­ტი მალე იც­ლე­ბა - სტა­ტი­აც დრო­უ­ლია, გთა­ვა­ზობთ რამ­დე­ნი­მე სა­სარ­გებ­ლო რჩე­ვას, თუ რო­გორ მო­ვუ­ა­როთ სმარ­ტფონს სწო­რად. 

1. სმარ­ტფო­ნე­ბის და­მუხ­ტვას 100%-ით ას­რუ­ლებთ?

Battery University-ს სა­იტ­ზე, რო­მე­ლიც აკუ­მუ­ლა­ტო­რე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნია Cadex-ის მიერ არის შექ­მნი­ლი - დე­ტა­ლუ­რა­დაა აღ­წე­რი­ლი სმარ­ტფო­ნებ­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ლი­თი­უმ-იო­ნუ­რი აკუ­მუ­ლა­ტო­რის ე.წ. სტრე­სი. ადა­მი­ა­ნის მსგავ­სად, გა­მუდ­მე­ბულ სტრეს­ზე ელე­მენ­ტიც რე­ა­გი­რებს სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბით. 

მომ­ხმა­რებ­ლე­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი, ტლე­ფონს 100%-ით მუხ­ტავს, თუმ­ცა რო­გორც ექ­სპერ­ტე­ბი მოგ­ვი­წო­დე­ბენ, უფრო დიდ­ხანს რომ შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ მუხ­ტი, სა­ჭი­როა, ელე­მენ­ტი დატ­ვირ­თუ­ლი იყოს 30%-დან 80%-მდე. 

2. მთლი­ა­ნად და­მუხ­ტულ ტე­ლე­ფონს დე­ნის წყა­რო­ში ტო­ვებთ?

როცა სმარ­ტფო­ნი მთლი­ა­ნად არის და­ტე­ნი­ლი, ნუ და­ტო­ვებთ მას დე­ნის წყა­რო­ში ჩარ­თულს. Cadex-ის მო­ნა­ცე­მე­ბით, უკვე და­ტე­ნი­ლი ტე­ლე­ფო­ნის ენერ­გი­ის წყა­რო­ში ჩარ­თუ­ლი და­ტო­ვე­ბა, რო­გორც ამას ღამე ხში­რად ვა­კე­თებთ, აკუ­მუ­ლა­ტორს აზი­ა­ნებს. როცა ტე­ლე­ფო­ნი 100%-ით იმუხ­ტე­ბა, იგი იწყებს ელექტრო­ბის მი­ღე­ბას მცი­რე იმ­პულ­სე­ბით, რომ­ლე­ბიც ეხ­მა­რე­ბა მუხ­ტის დო­ნის მაქ­სი­მუმ­ზე და­ჭე­რა­ში. 

ამ­გვა­რად, ელე­მენ­ტი ამ დროს სტრე­სულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა, ეს კი აკუ­მუ­ლა­ტორს აფუ­ჭებს. ამი­ტომ, როცა ტე­ლე­ფო­ნი მთლი­ა­ნად და­ი­ტე­ნე­ბა, გა­მორ­თეთ დე­ნის წყა­რო­დან. 

3. ბო­ლომ­დე ცლით ტე­ლე­ფო­ნის ელე­მენტს?

თუ თქვენ ბო­ლომ­დე ცლით ტე­ლე­ფო­ნის ელე­მენტს, რათა შემ­დეგ და­მუხ­ტოთ, ესეც მცდა­რი მოქ­მე­დე­ბაა, რად­გან უმ­ჯო­ბე­სია, ელე­მენ­ტის მუხ­ტი 30%-80%-მდე აბა­ლან­სოთ, თუ მოხ­და გა­მო­ნაკ­ლი­სი, უფრო ნაკ­ლე­ბიც - შე­გიძ­ლი­ათ და­მუხ­ტოთ ის, თუმ­ცა ნუ დაც­ლით მას ბო­ლომ­დე. ბო­ლომ­დე დაც­ლი­ლი ელე­მენ­ტის და­მუხ­ტვა მხო­ლოდ 1-2 თვე­ში ერთხე­ლაა და­საშ­ვე­ბი. 


4. ელე­მენ­ტი გა­და­ა­ხუ­რეთ?

მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა სმარ­ტფო­ნის ელე­მენტზე უარ­ყო­ფი­თად მოქ­მე­დებს, ოპ­ტი­მა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა 1-35 გრა­დუ­სამ­დეა. 

5. სპე­ცი­ა­ლურ "ბუ­დე­ში" ჩას­მულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მუხ­ტავთ?

უმ­ჯო­ბე­სია, თუ და­მუხ­ტვის პრო­ცეს­ში სმარ­ტფონს ბუ­დი­დან ამო­ი­ღებთ, რად­გან ის ელე­მენ­ტის გა­და­ხუ­რე­ბის ერთ-ერთი ხელ­შემ­წყო­ბი ფაქ­ტო­რია. 

6. ხში­რი და უაზ­რო დატ­ვირ­თვა...

სმარ­ტფო­ნის ხში­რი და არა­მიზ­ნობ­რი­ვი დატ­ვირ­თვა, ასე­ვე ელე­მენ­ტის გა­და­ხუ­რე­ბის წი­ნა­პი­რო­ბაა. 

7. თუ თქვენ სხვა და­სა­მუხტ სა­დენს იყე­ნებთ...

რო­გორც წესი, ყვე­ლა სმარ­ტფო­ნის­თვის შე­სა­ბა­მი­სი და­სა­მუხ­ტი სა­დე­ნე­ბია გან­კუთ­ვნი­ლი, თუმ­ცა არის სა­დე­ნი, რო­მე­ლიც ბევრ სხვა­დას­ხვა ტე­ლე­ფონს მუხ­ტავს. უნდა გახ­სოვ­დეთ, რომ ასე­თი სა­დე­ნე­ბიც შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს მი­ზე­ზი ელე­მენ­ტის გა­ფუ­ჭე­ბის ან გა­და­ხუ­რე­ბის, ამი­ტომ გა­მო­ი­ყე­ნეთ მხო­ლოდ თქვე­ნი სმარ­ტფო­ნის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი სა­დე­ნი.