"ამომღები კომპანიები განულებულ სესხებს თავიდან ითხოვენ" - რჩევა მათ ვისაც სესხი გაგინულდათ

პრობლემურ მსესხებელთა ასოციაცია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ავრცელებს. ამომღები კომპანიები განულებულ სესხებს თავიდან ითხოვენ:

„კონკრეტულმა იურიდიულმა პირმა ("ქართუ ფონდმა") კერძო ბანკებიდან და ამომღები კომპანიებიდან გაპრობლემებული აქტივები შეიძინა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგმა პორტფელის გაყიდვაზე უარი თქვა, პროექტი საკმაოდ კარგად ჩატარდა, თუმცა ამომღებმა კომპანიებმა მსესხებლებისთვის ვალდებულებების მოთხოვნა და თანხების ამოღება თავიდან დაიწყეს. ამიტომაც, ყველამ ვისაც გაგინოლდათ სესხი, მიმართეთ კომპანიებს დოკუმენტის - განულების ცნობის ასაღებად, რომელიც დაამტკიცებს, რომ ამა თუ იმ კომპანიის მიმართ დავალიანება აღარ გაქვთ. თუ ზეპირსიტყვიერი მოლაპარაკებით უარს გეტყვიან საბუთის მოცემაზე, მიმართეთ წერილობით და დაიცავით თქვენი უფლებები",“-აღნიშნულია ასოციაციის განცხადებაში.