
გორისციხეზე დაწერილი გოგოს სახელები და იების გამყიდველები - როგორ აღნიშნავენ გორში ვალენტინობას
- 14/02/19
- 637 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

65-წლის თამაზ გაბოევი და 54-წლის ვენერა გაბოევი უკვე 10 წელია, სხვადასხვა დღესასწაულებზე, გორში ჩამოდიან და ყვავილებს ყიდიან. დღეს, სიყვარულის (ვალენტინობის) დღესაც ჩამოვიდნენ და იები ჩამოიტანეს.
ისინი სოფელ ტახტიძირიდან არიან და 37 წელია ერთად ცხოვრობენ.
ასევე დაგაინტერესებთ - ბიჭმა გოგონას გორისციხეზე სახელის დაწერით მიულოცა ვალენტინობა
გორში გასაყიდად ჩამოსატან იებს თამაზი და ვენერა ქარელის მინდვრებზე პოულობენ და შემდეგ სხვადასხვა დიზაინით დაწნულ კალათებში ალაგებენ.
,,ქარელში გასაყიდად ყვავილები არ გაგვაქვს, ის მოსახლეობა ყვავილებს ნაკლებად ყიდულობს. ჩვენ ჩამოტანილ ყვავილებს ძირითადად ბავშვები და ახალგაზრდები ყიდულობენ." - ამბობს ვენერა გაბოევა.
ასევე დაგაინტერესებთ - ბიჭმა გოგონას გორისციხეზე სახელის დაწერით მიულოცა ვალენტინობა
თამაზ გაბოევი თითქმის 30 წელი მძღოლად მუშაობდა სახანძრო სამსახურში.
ქრისტინე ახალაშვილი, 81-წლისაა. ის სოფელ ბნავისიდან ჩამოვიდა და შეყვარებულებისთვის იები გასაყიდად ჩამოიტანა.
ასევე დაგაინტერესებთ - ბიჭმა გოგონას გორისციხეზე სახელის დაწერით მიულოცა ვალენტინობა
,,ეს იები ჩვენს მთებში დავრკიფე. ჩემი ცხოვრება სულ გაჭირვებაში გავატარე. დედა ადრე გარდამეცვალა, დავრჩით ობლები. დედინაცვალი სულ მცემდა. მივიდოდი ტყემლის ხესთან და როცა მშიოდა, სულ იმას ვჭამდი-ხოლმე. მათრობდა თუ რა იყო, არ ვიცი, დამეძინებოდა ტყემლის ხის ქვეშ. გამეღვიძებოდა და ისევ ხის ქვეშ ვიყავი. დავოჯახდი 14 წლის ასაკში. ჩემი მეუღლე დუშეთში გავიცანი. გარდამეცვალა უკვე. ახლა ჩემ დასთან ერთად სოფელ ბნავისში ვცხოვრობ, მარტო. "
ასევე დაგაინტერესებთ - ბიჭმა გოგონას გორისციხეზე სახელის დაწერით მიულოცა ვალენტინობა
ასევე დაგაინტერესებთ - ბიჭმა გოგონას გორისციხეზე სახელის დაწერით მიულოცა ვალენტინობა
www.qartli.ge