ლადო ბედუკაძე ყოფილმა პატიმარმა სასტიკად სცემა - ციხის კადრების ავტორი სასწრაფოდ ჰოსპიტალიზირებულია

ლადო ბედუკაძე ცემეს. ის ალადაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.
ციხის ცნობილი კადრების ავტორი სავარაუდოდ ყოფილმა პატიმარმა სცემა, რომელიც სასჯელს ბედუკაძის ბადრაგად მუშაობის დროს იხდიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში "ნიპოსტს" განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

უწყების ინფორმაციით, კონფლიქტში მონაწილე პირი იდენტიფიცირებულია.

ცემის ფაქტი "ნიუპოსტს" დაუდასტურა თავად ბედუკაძემაც.