
რას წერენ მეგობრები 19 წლის გოგონაზე, რომელიც ვალენტინობას ტრაგიკულ შემთვევას ემსხვერპლა
- 15/02/19
- 876 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

გუშინ, დაბა ჩაქვში 19 წლის თამარ ართმელაძე უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გარდაცვლილი ოზურგეთის სოფელ ნასაკირალის მკვიდრია. თამარ ართმელაძე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. არსებული ინფორმაციით, ავტომანქანა, რომელსაც გოგოს საქმრო მართავდა, გზიდან გადავიდა და ხრამში გადავარდა.
გოგონას გარდაცვალებას სოციალურ ქსელში მეგობრები ეხმაურებიან:
"არასოდეს არ დამავიწყდება ის ერთად გავლილი დრო, ბევრი ლაპარაკი რა იქნებოდა მომავალში,
როგორ ვგეგმავდით ჩამოვალ და გნახავო..." - წერს სოფი მჟავია.
"რატომ... რატომ უნდა მოხდეს ასეთი რამ" - წერს დათა რევაზიშვილი.