
სომეხი ძალოსანი ქალი კაცი სინამდვილეში კაცი აღმოჩნდა, რის გამოც სამუდამო დისკვალიფიკაცია მიიღო
- 16/02/19
- 1987 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

სკანდალში გაეხვა სომხეთის ძალოსანთა ნაკრები, რის გამოც, სომხეთის ეროვნული გუნდი, შესაძლოა, საერთაშორისო ტურნირებიდან მოიხსნას. ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ცნობით, სომხეთის ქალ ძალოსანთა ნაკრების წევრი, მელინა დილაზიანი სინამდვილეში მამაკაცი აღმოჩნდა.
ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, სომეხი სპორტსმენები 5 წლის განმავლობაში საერთაშორისო ტურნირებზე გამოსვლას ვერ შეძლებენ.
სომეხი ძალოსანი, მელინა დილაზიანი ევროპის ორგზის და სომხეთის მრავალგზის ჩემპიონია. მან თავად აღიარა, რომ მამაკაცია და მისი ნამდვილი სახელი და გვარი მილომ დილაზიანია. სპორტსმენი ბოდიშს უხდის ყველა სპორტსმენსა და გულშემატკივარს და ინციდენტსა და გაყალბებაში თავის მწვრთნელს ადანაშაულებს. დილაზიანის განცხადებით, ის მწვრთნელმა აიძულა, რომ სქესი "შეეცვალა" და თავი ქალად გაესაღებინა.
31 წლის ახლა უკვე ყოფილი სპორტსმენი ჰოლანდიაში ცხოვრობს. მან სომხეთი 2018 წლის სკანდალის შემდეგ დატოვა და მედიასთან შემდეგი განმარტება გააკეთა:
"მე ცისფერი ვარ. ამის გამო, სომხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ქალთა ნაკრებში თამაში შემომთავაზა. დიახ, მე ვცხოვრობდი ჩემს მწვრთნელთან. მისი სიტყვები ჩემთვის კანონი იყო. მე დავიბადე ბიჭად, მაგრამ შემდეგ ეს ყველაფერი მოხდა", – განაცხადა დილაზიანმა.