იდეალური კოცნის 6 საიდუმლო

ალბათ გაგიგიათ გამოთქმა, კარგი კოცნა ნამდვილი ხელოვნებააო. ამ ხელოვნების აქტიური თაყვანისმცემლები კი მიიჩნევენ, რომ კოცნას, როგორც ჭეშმარიტ ხელოვნებას, შესწავლა და დაფასებაც სჭირდება.

რეკომენდაციებიც არსებობს, რათა კოცნა ნამდვილ სიამოვნებად იქცეს. თუ გადაწყვიტეთ, რომ დღეს პირველად აკოცოთ თვენს რჩეულს, ეს რეკომენდაციები სწორედ რომ დროულია.

რჩევა #1
სასურველია წინასწარ გათვალოთ, სად მოხდება ეს. ყველაზე შესაფერისი იქნება რომანტიკული გარემო, სადაც ხელს არავინ შეგიშლით. მკრთალი განათება ან სანთლები პირველი კოცნისთვის იდეალური ანტურაჟია.

რჩევა # 2
დაივიწყეთ უხერხულობა, თუნდაც ამ სფეროში თქვენი გამოცდილება ტელეეკრანს არ სცდებოდეს. ემოციური თავისუფლება მეტი სიამოვნების განცდის შესაძლებლობას მოგცემთ.

რჩევა # 3
აუცილებლად გაითვალისწინეთ სუნთქვის "სისუფთავე". თუ უახლოეს საათებში კბილების გახეხვას ვერ ახერხებთ, საღეჭი რეზინი გამოიყენეთ. უკიდურეს შემთხვევაში ხილი ან სულაც ოხრახუშის ღერო გაკვნიტეთ.

რჩევა # 4
ნუ დაძაბავთ ტუჩებს. ამან შესაძლოა პარტნიორი დააბნიოს და იფიქროს, რომ მასთან სიახლოვისგან თავს იკავებთ.

რჩევა # 5
ნუ გაშეშდებით, გრძნობები ჟესტებითაც უნდა გამოხატოთ. მოეხვიეთ პარტნიორს მხრებზე ან თმებზე ხელისგული გადაუსვით. ბევრი რამ თქვენს მონდომებაზეცაა დამოკიდებული.

რჩევა # 6
არსებობს სიტუაციები, რომლის დროსაც სჯობს კოცნაზე უარი თქვათ. მაგალითად, ხალხმრავალ ადგილებში. არ ღირს "სითამამისთვის" ერთი ჭიქა ალკოჰოლის "ჩარტყმაც". თქვენი სუნთქვა პარტნიორს დააფრთხობს ან სულაც დაგაკარგინებთ მას.

და ბოლოს, ტექნიკურ ხერხებს ბევრი არაფერი შეუძლიათ. რაც არ უნდა კარგად აითვისოთ ისინი, გარანტია არ არსებობს, რომ კოცნა ორმხრივ სიამოვნებად იქცევა. გახსოვდეთ, რომ თითოეული კოცნა ყოველთვის ექსპრომტია, რომელშიც ორი მონაწილეობს. სიამოვნება კი მოაქვთ ვნებებს და არა ტექნიკურ დეტალებს.



წყარო