
შენი ადგილი ,რომ აღმოაჩინო სამყაროში საჭიროა პირველ რიგში გაერკვე ვინ ხარ!
- 17/02/19
- 1151 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

უილიამ ფოლკნერი ამბობდა : ადამიანის ყველაზე დიდი ტრაგედია ისაა, რომ მან არ იცის- ვინ არის და რა ადგილი უკავია”
რა სხვაობა ვინ ვარ მე და ვინ მინდა ვიყო მათ შორის?
ჩვენ უამრავი ფიქრები, განცდები იდეები გვაქვს თეორიები და პრინციპები გვაქვს … ყოველივე ამის საბადო იდეაა .. შემდეგ ამ იდეიდან გამომდინარე გვიწევს ცხოვრების აღქმა და მოქმედება და ურთიერთობა.
ვინ ვარ მე .. ამის გასარკვევად გთავაზობთ ერთ პატარა ექსპერიმენტს … როდესაც ხართ მარტო დააკვირდით თქვენ თავს, როგორ იქცევით და მოქმედებთ, რას განიცდით და ფიქრობთ !!
შემდეგ იგივე ფიქრით დააკვირდით თქვენს თავს მაშინ, როდესაც ხართ საზოგადოებაში …
გააცნობიერებთ , რომ იმ ძაფით ხართ შეკერილი , რომელსაც მოითხოვს იმ მომენტისათვის არსებულ ის საზოგადოება .
თქვენი ინდივიდუალობა ან გახდებით თამამი ან ან სიმორცხვე გიპყრობს (კომპლექსების სახელით)
( რაც თავის მხრივ ტანჯვიას იწვევს ) .. ორივე შემთხვევა არასრულფასოვნების კომპლექსია ..
ჩვენი არსებობა მთლიან გადაჯაჭულია ერთმანეთთან ურთიერთობაზე:
- როდესაც შეყვარებული ხარ- გიყვარს საკუთრი თავი,
- როდესაც გძულს -საკუთრ თავს უარყოფ,
- როდესაც ბედნიერებას ასხივებ – ბედნიერი ხარ შინაგანად!
- როდესაც ცრუობ -ატყუებ საკუთრ თავს !
- როდესაც კლავ – საკუთრ თავს იკლავ !
- როდესაც უღიმი სამყაროს – უღიმი შენს თავს!
- როდესაც სხვისთვის გინდა კეთილი – საკუთარ თავს სიკეთეს უსურვებ!
- როდესაც სხვას შეურაცხყოფას ვაყენებთ – ჩვენს თავს ვამცირებთ!
- რეალურად სხვას ვერასოდეს დაამცირებ … შენ არ გაქვს ამის ნება ამ დროს გამოხატავ შენს თავს …
- ეს შენი შინაგანია და
- ის სხვა სინამდვილეში შენ ხარ !!!
სამყაროში ყველაფერი მიზეზ – შედეგობრივ კავშირშია, ერთგვარი პროექციაა , რომელიც გვიბრუნდება უკან ჩვენივე სურვილების შესაბამისად.
შენი ადგილი ,რომ აღმოაჩინო სამყაროში საჭიროა პირველ რიგში გაერკვე ვინ ხარ !და რა გსურს !
საიდან იბადება შენი იდეები – რომლებიც იწყებენ განვითარებას .. ცნობიერების ჩამოყალიბებას ..
ამის შემდეგ შესაძლებელია იპოვო ადგილი , რომელიც სამყარომ შენად მოგიჩინა..
მომაზადა/ ნინო გვაზავამ