"მე მგონი უკვე მარილზე ვარ გასული" რას წერს რობერტ სტურუა საკუთარ ჯანმრთელობაზე

 რეჟისორ რობიკო სტურუასა და კომპოზიტორ გია ყანჩელის ფოტო, რომელიც ერთ-ერთ კლინიკაში, პალატაშია გადაღებული ფეისბუქის გვერდზე თავად რობიკო სტურუამ გააზიარა და ფოტოს შემდეგი მინაწერი გაუკეთა.

 მისი ინფორმაციით, გია ყანჩელი უკვე გაწერეს, ის კი კვლავ კლინიკაში რჩება.

 “ძველი მეგობრების შეხვედრა. მე მგონი უკვე მარილზე ვარ გასული! გია სახლში მიდის – ინტერვიუ უნდა მისცეს ლამაზ გოგონას! – წერს რეჟისორი.

 ცნობისთვის, გუშინ ისრაელი-საქართველოს კარდიოლოგიის ცენტრმა ფეისბუქზე ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც კომპოზიტორი გია ყანჩელი და რეჟისორი რობერტ სტურუა არიან აღბეჭდილნი, ისინი ერთ პალატაში გადაიღეს.