14 შვილის მამას სექსი არასოდეს ჰქონია

14 შვილის ბიოლოგიური მამა ამტკიცებს, რომ სექსი არასოდეს ქონია. 36 წლის ამერიკელი პროგრამისტი ტრენტ არსენო მასმედიის ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების სამმრთველომ მისი ბიზნესის - ოჯახური სპერმის ბანკის გაუქმება სცადა.

სამმართველოს წარმომადგენელთა შეფასებით, არსენოს ბანკში სპერმის შენახვის პირობები დაწესებულ სტანდარტებს არ შეესაბამებოდა. დაზარალებულმა არსენომ პოპულარულ თოქ-შოუში მიიღო მონაწილეობა და მაყურებელთან უჩვეულო გულახდილობა გამოამჟღავნა. მისი თქმით, 14 ბავშვის ბიოლოგიური მამაა, მაგრამ სექსი არასოდეს ჰქონია. მეტიც, ვარაუდობს, რომ 40 წლის ასაკისთვის, როცა მეტი ქალის დონორი გახდება,

ისევ უბიწოდ დარჩება. ამ სიტყვების შემდეგ სტუდიაში შეკრებილმა საზოგადოებამ ის აპლოდისმენტებით დააჯილდოვა. შეცბუნებულმა რესპოდენტმა კი განაცხადა, რომ არ ესმის, რით გამოიწვია ხალხის აღტაცება.

სტუდიაში ტრენტს 2 წლის გოგონა, ბიოლოგიური შვილიც აჩვენეს. გულაჩუყებულმა დონორმა განაცხადა, რომ ბედნიერია ამ ბავშვების ხილვით, რადგან მათ ჯანმრთელებსა და მზრუნველი მშობლების ხელში ხედავს.


წყარო