ჰაესინდანგი - პენისების პარკი, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ქალი სტუმრობს


პარკი სამხრეთ კორეაში მდებარეობს და ცნობილია როგორც „პენისების პარკი“.

ჰაეშინდანგი სინამის სანაპიროზეა გადაჭიმული. ლეგენდის თანახმად, პარკი ახალგაზრდა გოგოს სახელობისაა, რომელიც "მიჯნურმა" კლდეზე დატოვა, სანამ იგი ზღვაში სათევზაოდ შევიდა, ამოვარდნილმა შტორმა კი იგი მოკლა. გოგონა ქალიშვილი იყო, ადგილობრივები, რომელთა მთავარი საქმიანობა თევზაობა იყო, გოგოს სიკვდილის შემდეგ თევზს ვეღარ იჭერდნენ.

ამიტომ მათ გარდაცვლილის სულის დასამშვიდებლად უცნაურ ხერხს მიმართეს, გიგანტური ხის პენისები გამოთალეს.

ლეგენდის თანახმად, აღნიშნულმა სტრატეგიამ გაამართლა და ადგილობრივებმა თევზჭერა განაახლეს.

ასე რომ, მათ განაგრძეს პენისების „გამოთლით-აგებითი სამუშაოები“.

ამ დროისათვის პარკად ქცეული ტერიტორია, ტურისტებს მთელი მსოფლიოდან იზიდავს.